მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

არათითის სიგრძით პიროვნების ბნელი მხარეების დადგენა შეიძლება: მეცნიერთა დასკვნა

© unsplash/Towfiqu barbhuiyaხელები
ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2024
გამოწერა
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. არსებობს დამაჯერებელი მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანის საჩვენებელი თითისა და არათითის სიგრძეთა თანაფარდობას (რომელსაც ჩვეულებრივ 2D:4D თანაფარდობას უწოდებენ) დიდი ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს და შეიძლება სხვადასხვა ქცევითი და პიროვნული მახასიათებლების ინდიკატორად ჩაითვალოს.
მეცნიერთა თქმით, არათითსა და საჩვენებელ თითს შორის თანაფარდობა, ანუ მათი სიგრძე, ჯერ კიდევ ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში განისაზღვრება და ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონის — ტესტოსტერონის რაოდენობაზეა დამოკიდებული.
მიიჩნევა, რომ რაც უფრო მეტი ტესტოსტერონი გროვდება ბავშვის ორგანიზმში დედის მუცელში ყოფნის პერიოდში, მით უფრო გრძელია მისი არათითი საჩვენებელთან შედარებით. ანუ მით უფრო დაბალია 2D:4D-თანაფარდობა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, დაბალი 2D:4D თანაფარდობა (საჩვენებელზე გრძელი არათითი) ახასიათებთ წარმატებულ პროფესიონალ სპორტსმენებს. თუმცა, ეს თავისებურება შეიძლება აგრესიული ქცევისა და „ბნელი ტრიადის“ სხვა თვისებებზეც — ნარცისიზზე, მაკიაველიზსა და ფსიქოპათიაზეც მიანიშნებდეს.
თითის სიგრძესა და პიროვნულ თვისებებს შორის ამ უცნაური კავშირის უკეთ გასაგებად მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა კვლევა ჩაატარა, რომელშიც 80 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი ორ ჯგუფად გაყვეს. პირველ ჯგუფში ის ადამიანები შეიყვანეს, რომლებსაც ამფეტამინებზე დამოკიდებულების, ან პიროვნების ანტისოციალური აშლილობის (ან ორივე ერთად) კლინიკური დიაგნოზი ჰქონდათ დასმული, მეორე, საკონტროლო ჯგუფში კი - ჯანმრთელი ადამიანები.
მკვლევარებმა ორივე ჯგუფს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ტესტირება ჩაუტარეს პიროვნული პარამეტრებისა და ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კლინიკური დიაგნოზის მქონეთა ჯგუფის წევრებს თანაფარდობა 2D:4D ბევრად დაბალი ჰქონდათ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფისას.
ამასთან აღმოჩნდა, რომ:

რაც უფრო მკაფიოდ იყო გამოხატული ფსიქოპათოლოგიური აშლილობის სიმპტომები, მით უფრო გრძელი არათითი ჰქონდა ადამიანს საჩვენებელთან შედარებით — განსაკუთრებით მამაკაცებს.

მანამდე სოუნსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ, რაც უფრო გრძელი აქვს მამაკაცს არათითი, მით უფრო მსუბუქად ავადდება კორონავირუსული ინფექციით, ხოლო ლეტალური შედეგი პრაქტიკულად გამოირიცხება.
წყარო: Science Direct
ყველა ახალი ამბავი
0