კობახიძე: ქართველ ხელბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე პირველ ისტორიულ გამარჯვებას ვულოცავ

© photo: Sputnikხელბურთი
ხელბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2024
გამოწერა
ტურნირს გერმანიის ექვსი ქალაქი – დიუსელდორფი, კიოლნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰაიმი და მიუნხენი მასპინძლობს
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქართველ ხელბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული გამარჯვება მიულოცა.
15 იანვარს, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიაში კონტინენტის პირველობის მესამე შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინის გუნდი ანგარიშით 22:19 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

„ქართველ ხელბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე პირველ ისტორიულ გამარჯვებას ვულოცავ! დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება ქართული ხელბურთის მომავალი წარმატებების მხოლოდ დასაწყისია. მადლობა ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს“, - დაწერა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს გამარჯვება ქართული ხელბურთის მომავალი წარმატებების მხოლოდ დასაწყისია.
გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე მეკარე ზურაბ ცინცაძე გახდა, ყველაზე მეტის, შვიდი გოლის გატანა კი გიორგი ცხოვრებაძემ მოახერხა.
ევროპის ჩემპიონატის პირველ ორ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები დამარცხდა - 11 იანვარს ნიდერლანდებთან გამართული მატჩი ანგარიშით 29:34 წააგო, მეორე შეხვედრაში კი, 13 იანვარს ტურნირის მოქმედ ჩემპიონთან, შვედეთის ნაკრებთან 26:42 დამარცხდა.
შეჯიბრებას გერმანიის ექვსი ქალაქი – დიუსელდორფი, კიოლნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰაიმი და მიუნხენი მასპინძლობს.
ყველა ახალი ამბავი
0