იტალიის ახლადდანიშნულმა ელჩმა ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2024
გამოწერა
იტალია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.
თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მასიმილიანო დ'ანტუონოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
დარჩიაშვილმა იტალიელ დიპლომატს საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ეფუძნება საერთო ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა იტალიის ურყევი მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ იტალია კვლავ აქტიურად გააგრძელებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ ტენდენციას და არსებული პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას.
საგარეო უწყების ცნობით, მასიმილიანო დ'ანტუონომ, თავის მხრივ, დაადასტურა იტალიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული ინტეგრაციის მიმართ.
საქართველომ და იტალიამ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 1992 წლის 11 მაისს.
იტალიაში საქართველოს საელჩო 1994 წელს გაიხსნა, ხოლო ექვსი წლის შემდეგ რომმა თავისი წარმომადგენლობა გახსნა თბილისში. ქვეყნებს შორის გაფორმებულია 18 შეთანხმება, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვა, ეკონომიკა, ტრანსპორტი, კულტურა, განათლება და სხვ. 2004 წლიდან პერიოდულად ტარდება ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმები. ეკონომიკის პერსპექტიული და პრიორიტეტული დარგებია მშენებლობა, კულტურა, ინფრასტრუქტურა და ტურიზმი.
თბილისში 2006 წელს დაფუძნდა „დანტე ალიგიერის“ საზოგადოება, რომლის მიზანია იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში, ხოლო 2010 წელს რომში, ვილა ბორგეზეს პარკის ხეივანში გაიხსნა დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ძეგლი.
იტალია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.
ყველა ახალი ამბავი
0