დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 იანვარი

© Roscosmos / Ivan Vagnerკოსმოსური სადგურიდან დანახული მზის ჩასვლა
კოსმოსური სადგურიდან დანახული მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 16 იანვარია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ურთიერთობებში სიფრთხილე გვმართებს - ვიღაც გაგვაღიზიანებს, ვიღაც კი თავხედურად მოგვატყუებს. ასე რომ, ლაპარაკი მხოლოდ იმ ახლობლებთან უნდა გავაბათ, ვისაც ვენდობით. ჯობია, ყველაფერზე მყისიერი რეაგირება გვქონდეს, პასუხები ელვისებურად გავცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არის რისკი, რომ შესანიშნავი შანსი ხელიდან გავუშვათ.
სამუშაოზე ყურადღება უნდა მივაქციოთ წვრილმანებს, რათა შეცდომა არ გაგვეპაროს.
ვერძი: თქვენი სიტყვები საქმით უნდა დაამტკიცოთ და ამ შემთხვევაში ნდობას დაიმსახურებთ. დღეს ნდობა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, მხოლოდ მისი წყალობით შეძლებთ ბევრი რამის მიღწევას. ასტროლოგები გირჩევენ, გადაწყვეტილებების მიღება დიდხანს არ დააყოვნოთ - სწრაფად გაეცით პასუხი, რათა კარგი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2018
ზოდიაქო: მამაკაცის ხიბლის 12 ელფერი
კურო: სწრაფი პასუხები და რეაქციებია საჭირო. მხოლოდ ასე მიაღწევთ წარმატებებს. ასე რომ, გონება სრულფასოვნად უნდა აამუშაოთ და სწრაფად გადაჭრათ საკითხები. ასტროლოგები გირჩევენ, არ განერვიულდეთ, თუ ვინმეს თქვენგან განსხვავებული მოსაზრებები გააჩნია. ჯობია, მოუსმინოთ მას - იქნებ, თანამოსაუბრეს არც ისე ცუდი იდეები აქვს.
ტყუპი: ეს ის დღეა, როდესაც გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღოთ, არ ღირს ყოყმანი. სამყარო ერთგვარ გამოცდას მოგიწყობთ მოხერხებულობასა და მოქნილობაზე - მიიღეთ ეს გამოწვევა - ახლა ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. ასტროლოგები გირჩევენ, გამოასწოროთ შეცდომები, რომლებიც უკვე დაგიგროვდათ.
კირჩხიბი: დღეს, დიდი ალბათობით, გაგაკრიტიკებენ, მაგრამ არ ღირს სხვისი სიტყვების გულთან ახლოს მიტანა, მხოლოდ თქვენი ახლობლების მოსაზრებები გაითვალისწინეთ. კონკურენტები დღეს აქტიური და გამარჯვებისთვის განწყობილი იქნებიან. სავარაუდოდ, მოგიწევთ მათთვის მოგების შანსის მიცემა, რადგან თქვენი ძალები შესუსტებულია. მაგრამ არ განერვიულდეთ - მალე თქვენი დრო დადგება.
ქალი და სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: ენერგიული ხართ, მთების გადადგმა შეგიძლიათ. მოახმარეთ ეს ენერგია სამუშაოს - ბევრი საქმე დაგიგროვდათ. გზაზე დაბრკოლებებია მოსალოდნელი, და მათთან გამკლავება არცთუ მარტივი იქნება, ამიტომ დახმარება ახლობლებს სთხოვეთ. ასტროლოგები ახალი საქმეების წამოწყებას არ გირჩევენ - ახალი ამოცანები ისე არ წავა, როგორც თქვენ გინდათ.
ქალწული: დღეს წვრილმანებისთვის ყურადღების მიქცევა მოგიწევთ, რათა მცირე დეტალებმა მთელი სურათი არ გააფუჭოს. უყურადღებობამ დეტალების მიმართ ნამდვილი უსიამოვნებები შეიძლება გამოიწვიოს. ასტროლოგები ამოცანების სწრაფად გადაჭრას გირჩევენ - ეს საკითხები მოკლევადიანი იქნება, ამიტომ შანსების ხელიდან გაშვების დიდი რისკია.
სასწორი: ირგვლივ მყოფები გაგაღიზიანებენ. ეცადეთ, ნერვებს არ აჰყვეთ, უარყოფითი ემოციების გამო, შესაძლოა, შესაძლებლობები ვეღარ დაინახოთ. შანსი კი დღეს ბევრი გამოჩნდება. ასტროლოგები გირჩევენ, არ ჩაებათ არანაირ კამათში, თუნდაც კეთილი სურვილები გამოძრავებდეთ. ილაპარაკეთ ცოტა - ასე ნერვებს შეინარჩუნებთ.
პართენონი ათენში - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2022
ძველბერძნული მითოლოგიის რომელ ღმერთს შეესაბამება შენი ზოდიაქოს ნიშანი
მორიელი: ელვისებური მოქმედებებია საჭირო, მხოლოდ ასე გამოიყენებთ მოცემულ შანსებს. გელოდებათ თავგადასავლები, მაგრამ არ შეუშინდეთ მათ - ისინი დიდ ემოციებსა და გამოცდილებას მოგიტანთ. ასტროლოგები ურთიერთობებისას სიფრთხილეს გირჩევენ - დღეს გააქტიურდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენს მოტყუებას შეეცდებიან.
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა, როცა შეგიძლიათ საკუთარი ტავი მთელი სისავსით წარმოაჩინოთ. მთავარია, სიმორცხვემ არ გძლიოთ. ასევე არ ღირს გადაწყვეტილებების მიღების დროს დიდხანს დაყოვნება, რათა შანსები არ გაუშვათ ხელიდან. ურთიერთობებისას იფრთხილეთ - ვიღაც გაგაღიზიანებთ და ვიღაც თქვენ მოტყუებას შეეცდება.
თხის რქა: რამე საქმის დაწყება არ ღირს - ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, ეს განწყობას გაგიფუჭებთ და ეს შეიძლება მთელი კვირაც გაგრძელდეს. აჯობებს, ნაცნობ საქმეებს მიხედოთ. ურთიერთობებში თქვენც სიფრთხილე გმართებთ - ახლა ბევრია ადამიანი, რომლებსაც თქვენზე ცრუ ინფორმაციების „გასაღება" უნდა. ასტროლოგები საღამოს განმარტოებით გატარებასა და მომავალზე დაფიქრებას გირჩევენ.
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2017
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი
მერწყული: გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ. ახლობლებიც კი სწორად ვერ გაგიგებენ. ასე რომ, ახლა საუკეთესო ვარიანტია განმარტოება და შინაგან კონფლიქტებში გარკვევა. ასტროლოგები გირჩევენ, იმოქმედოთ სწრაფად - ამაზე იქნება დამოკიდებული თქვენი შემდგომი წარმატებები.
თევზები: ჩაუღრმავდით დეტალებს - ცხოვრებაში ზოგადად და სამუშაოზე. სწორედ დეტალებმა შეიძლება შეგიქმნათ პრობლემები. საუბრები შეამცირეთ - ბევრი თანამოსაუბრე გაგაღიზიანებთ. ასტროლოგები გირჩევენ, იმოქმედოთ სწრაფად - ახლა ბევრი ფიქრის დრო არ არის. ეს შანსების ხელში დროულად ჩაგდებაში დაგეხმარებათ.
ყველა ახალი ამბავი
0