ბაქოში მომხდარი აფეთქებისას საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაზუსტდება

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2024
გამოწერა
ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობის დაზუსტებაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბაქოში, ბინაგადის რაიონში, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება 15 იანვარს მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 7 და დაშავდა24 ადამიანი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქეც დაიღუპა.
„პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთაგან ერთი არის საქართველოს მოქალაქე. ვმუშაობთ აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებაზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი35 წლის სერრაჯ იუსიბოვია, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ცხოვრობდა. ის ბაქოში სამუშაოდ იყო წასული.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“ და „გულგრილობა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“.
აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც შედგება პროკურატურის გამომძიებლებისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებისგან. გამოძიება გენერალური პროკურატურის კრიმინალისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს დაევალა.
ყველა ახალი ამბავი
0