https://sputnik-georgia.com/20240115/trampisa-da-baidenis-reitingebi-285640382.html
გამოკითხვის შედეგები: ტრამპი ლიდერობს, ბაიდენის რეიტინგი კი 15-წლიან მინიმუმამდე დაეცა
გამოკითხვის შედეგები: ტრამპი ლიდერობს, ბაიდენის რეიტინგი კი 15-წლიან მინიმუმამდე დაეცა
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. აშშ-ში პრაიმერიზების სეზონი იმით იწყება, რომ დონალდ ტრამპი თავის ყველა რესპუბლიკელ კონკურენტს მნიშვნელოვნად უსწრებს პოპულარობის... 15.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-15T10:26+0400
2024-01-15T10:26+0400
2024-01-15T10:26+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
აშშ
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
დონალდ ტრამპი
ჯო ბაიდენი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0e/285635519_0:97:2000:1222_1920x0_80_0_0_8b46412a989d7c34b48a579d328f6c77.jpg
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. აშშ-ში პრაიმერიზების სეზონი იმით იწყება, რომ დონალდ ტრამპი თავის ყველა რესპუბლიკელ კონკურენტს მნიშვნელოვნად უსწრებს პოპულარობის ძირითადი მაჩვენებლებით, ხოლო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოწონების რეიტინგი 15-წლიან მინიმუმამდე დაეცა, იუწყება ABC News გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.ამასთან აღინიშნება, რომ ტრამპი თავის თანაპარტიელ ოპონენტებს შედარებით მცირე უპირატესობით უსწრებს ორი სხვა მაჩვენებლითაც — ემპათიითა (ესმის ჩვეულებრივი ადამიანების პრობლემებისა) და საერთო ღირებულებებით. ათიდან შვიდი რესპუბლიკელი დადებითად აფასებს ტრამპის მოღვაწეობას.გამოკითხვის თანახმად, ტრამპის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენით რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა 72% იქნება კმაყოფილი. სხვა კანდიდატებმა კი ბევრად დაბალი ქულები მიიღეს: ნიკი ჰეილის კანდიდატად წარდგენას 48% უჭერს მხარს, ვივეკ რამასვამისას — 44%, ხოლო კრის კრისტისას (რომელმაც კანდიდატურა მოხსნა) — 23%.რაც შეეხება ჯო ბაიდენს, გამოკითხვამ აჩვენა, რომ მისი კანდიდატურის წარდგენით დემოკრატიული პარტიის წევრებისა და მისი დამოუკიდებელი მხარდამჭერების მხოლოდ 57% იქნებოდა კმაყოფილი.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0e/285635519_82:0:1859:1333_1920x0_80_0_0_f4102e3b668925d7ecbbc38a16d390d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, დონალდ ტრამპი, ჯო ბაიდენი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, დონალდ ტრამპი, ჯო ბაიდენი, პოლიტიკა
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. აშშ-ში პრაიმერიზების სეზონი იმით იწყება, რომ დონალდ ტრამპი თავის ყველა რესპუბლიკელ კონკურენტს მნიშვნელოვნად უსწრებს პოპულარობის ძირითადი მაჩვენებლებით, ხოლო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოწონების რეიტინგი 15-წლიან მინიმუმამდე დაეცა, იუწყება ABC News გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.
„კვლევის თანახმად, ტრამპი რესპუბლიკური პარტიის წევრებისა და დამოუკიდებელი რესპუბლიკელებისგან განსაკუთრებით მაღალ შეფასებას სამ მაჩვენებელში იღებს: საუკეთესო შანსი ნოემბერში გასამარჯვებლად, ძლიერი ლიდერი და ყველაზე მეტად კვალიფიციური კანდიდატი პარტიიდან“, — წერს გამოცემა.
ამასთან აღინიშნება, რომ ტრამპი თავის თანაპარტიელ ოპონენტებს შედარებით მცირე უპირატესობით უსწრებს ორი სხვა მაჩვენებლითაც — ემპათიითა (ესმის ჩვეულებრივი ადამიანების პრობლემებისა) და საერთო ღირებულებებით. ათიდან შვიდი რესპუბლიკელი დადებითად აფასებს ტრამპის მოღვაწეობას.
გამოკითხვის თანახმად, ტრამპის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენით რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა 72% იქნება კმაყოფილი. სხვა კანდიდატებმა კი ბევრად დაბალი ქულები მიიღეს: ნიკი ჰეილის კანდიდატად წარდგენას 48% უჭერს მხარს, ვივეკ რამასვამისას — 44%, ხოლო კრის კრისტისას (რომელმაც კანდიდატურა მოხსნა) — 23%.
რაც შეეხება ჯო ბაიდენს, გამოკითხვამ აჩვენა, რომ მისი კანდიდატურის წარდგენით დემოკრატიული პარტიის წევრებისა და მისი დამოუკიდებელი მხარდამჭერების მხოლოდ 57% იქნებოდა კმაყოფილი.