შერმადინი „ტენერიფე“-„ბარსელონას“ მატჩის ყველაზე ფასეული მოთამაშე გახდა

© photo: Sputnikგიორგი შერმადინი
გიორგი შერმადინი - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2024
გამოწერა
შერმადინმა დააგროვა 22 ქულა, გააკეთა რვა მოხსნა, ერთი გადაცემა და ერთი - ჩაჭრა.
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებისა და ესპანური „ტენერიფეს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შერმადინი MVP, ჩემპიონატის ლიდერის „ბარსელონის“ წინააღმდეგ მატჩის ყველაზე ფასეული მოთამაშე გახდა.
შერმადინმა დააგროვა 22 ქულა, გააკეთა რვა მოხსნა, ერთი გადაცემა და ერთი - ჩაჭრა. ქართველმა კალათბურთელმა 14-დან 10 ორქულიანისა და ოთხი საჯარიმოდან ორის რეალიზება მოახდინა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. გამარჯვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. თუმცა, თამაშის დასრულებამდე 14 წუთით ადრე „ბარსელონას“ სამქულიანმა გუნდს საბოლოო გამარჯვება მოუტანა.
„ტენერიფეს“ ჩემპიონატში მერვე ადგილი უკავია. პირველზე მადრიდის „რეალია“.
ყველა ახალი ამბავი
0