https://sputnik-georgia.com/20240115/sarewi-rezini-gaxdomas-uwyobs-xels-285647175.html
თუ სწორად დაღეჭავთ, კევი გახდომაში დაგეხმარებათ: იაპონელი მეცნიერების დასკვნა
თუ სწორად დაღეჭავთ, კევი გახდომაში დაგეხმარებათ: იაპონელი მეცნიერების დასკვნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საღეჭი რეზინი ხელს უწყობს წონაში კლებას, თუ ადამიანი მას სიარულის დროს ღეჭავს, აცხადებენ ტოკიოს ვასედას უნივერსტეტის მეცნიერები. 15.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-15T17:23+0400
2024-01-15T17:23+0400
2024-01-15T17:23+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
ჯანსაღი კვება
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23872/28/238722836_0:355:1525:1213_1920x0_80_0_0_c18b92503d03ca1c794a73ef32a2dbe0.jpg
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საღეჭი რეზინი ხელს უწყობს წონაში კლებას, თუ ადამიანი მას სიარულის დროს ღეჭავს, აცხადებენ ტოკიოს ვასედას უნივერსტეტის მეცნიერები.სწავლულებმა კვლევა სახელწოდებით „საღეჭი რეზინის გავლენა ფიზიკურ და ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე“, ავსტრიის სამეცნიერო კონფერენციაზე წარადგინეს, რომელიც ჭარბცხიმიანობასთან ბრძოლას ეძღვნებოდა. ის ასევე გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of Physical Therapy Science.იაპონელმა სპეციალისტებმა ექსპერიმენტის ჩასატარებლად 21-დან 69 წლამდე ასაკის 46 მამაკაცი და ქალი მიიწვის, რომლებიც ორ ჯგუფად გაყვეს. პირველი ჯგუფის წევრებს დღეში ორ-ორ საღეჭ რეზინს აძლევდნენ (თითოეული 3 კკლ), რომელიც მათთვის ჩვეული ტემპით მოძრაობისას უნდა ეღეჭათ 15 წუთის განმავლობაში, ხოლო მეორე, საკონტროლო ჯგუფს, იგივე ინგრედიენტებისგან შემდგარი ფხვნილი დაუნიშნეს. მკვლევარები ექსპერიმენტის ყველა მონაწილეს უზომავდნენ გულის შეკუმშვის სიხშირეს (როგორც მოძრაობის, ისე დასვენების დროს), ასევე ითვლიდნენ მათ მიერ გავლილ მანძილსა და დახარჯულ ენერგიას.გაირკვა, რომ პირველი ჯგუფის წევრებს გულის შეკუმშვის სიხშირე ორჯერ მაღალი ჰქონდათ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრებს. ყველაზე მეტი ეფექტი ასაკოვან ადამიანებში დაფიქსირდა.გარდა ამისა, როგორც სხვა სპეციალისტები აცხადებენ, საღეჭი რეზინა, წონაში დაკლების გარდა, ასევე საკმაოდ ეფექტურად ეხმარება სტრესის დონის დაწევას.ექიმების განმარტებით, კევის ღეჭვისას, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროს აქტიურად მუშაობს საღეჭი კუნთები, ადამიანი მადას კარგავს და შედარებით იშვიათად უნდება წახემსება. ამასთან აღნიშნული კუნთების მუშაობა ხელს უწყობს კალორიების წვას.გარდა ამისა, მათი თქმით, ყბების განმეორებადი მოძრაობა ხელს უწყობს ემოციური მდგომარეობის სტაბილიზაციასა და სტრესთან გამკლავებას, რომელიც, თავის მხრივ, ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის წონაზე — სტრესის დროს ხომ ადამიანი უარყოფითი ემოციების „ჩახშობას“ ჭამით ცდილობს.ყველაფერთან ერთად, ექსპერტების თქმით, არსებობს კვლევები, რომელთა თანახმად, კევის 15–20 წუთიანი ღეჭვა ხანმოკლე მეხსიერებას ასტიმულირებს.თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კევის (განსაკუთრებით, შაქრის შემცველი) ხშირი და ხანგრძლივი ღეჭვა იწვევს: არტიკულაციის დარღვევას, კარიესის განვითარებას და ასევე ზრდის კბილის პლომბების, გვირგვინების, ვინირებისა და იმპლანტების ცვეთას.უფრო მეტიც, შაქრიანი კევის შემთხვევაში საღეჭი კუნთების ხშირმა დაძაბვამ შეიძლება თავის ტკივილებიც გამოიწვიოს.სპეციალისტების თქმით, კევის ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად საჭიროა:
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23872/28/238722836_0:81:1525:1225_1920x0_80_0_0_a1d07f53c5f2a228a91fd97f2b4205b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საღეჭი რეზინი ხელს უწყობს წონაში კლებას, თუ ადამიანი მას სიარულის დროს ღეჭავს, აცხადებენ ტოკიოს ვასედას უნივერსტეტის მეცნიერები.
სწავლულებმა კვლევა სახელწოდებით „საღეჭი რეზინის გავლენა ფიზიკურ და ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე“, ავსტრიის სამეცნიერო კონფერენციაზე წარადგინეს, რომელიც ჭარბცხიმიანობასთან ბრძოლას ეძღვნებოდა. ის ასევე გამოქვეყნდა ჟურნალში
Journal of Physical Therapy Science.იაპონელმა სპეციალისტებმა ექსპერიმენტის ჩასატარებლად 21-დან 69 წლამდე ასაკის 46 მამაკაცი და ქალი მიიწვის, რომლებიც ორ ჯგუფად გაყვეს. პირველი ჯგუფის წევრებს დღეში ორ-ორ საღეჭ რეზინს აძლევდნენ (თითოეული 3 კკლ), რომელიც მათთვის ჩვეული ტემპით მოძრაობისას უნდა ეღეჭათ 15 წუთის განმავლობაში, ხოლო მეორე, საკონტროლო ჯგუფს, იგივე ინგრედიენტებისგან შემდგარი ფხვნილი დაუნიშნეს.
მკვლევარები ექსპერიმენტის ყველა მონაწილეს უზომავდნენ გულის შეკუმშვის სიხშირეს (როგორც მოძრაობის, ისე დასვენების დროს), ასევე ითვლიდნენ მათ მიერ გავლილ მანძილსა და დახარჯულ ენერგიას.
გაირკვა, რომ პირველი ჯგუფის წევრებს გულის შეკუმშვის სიხშირე ორჯერ მაღალი ჰქონდათ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრებს. ყველაზე მეტი ეფექტი ასაკოვან ადამიანებში დაფიქსირდა.
მეცნიერთა დასკვნით, ფიზიკური ვარჯიშებისა და კევის ღეჭვის კომბინირებით წონის ეფექტურად კონტროლია შესაძლებელი.
გარდა ამისა, როგორც სხვა სპეციალისტები აცხადებენ, საღეჭი რეზინა, წონაში დაკლების გარდა, ასევე საკმაოდ ეფექტურად ეხმარება სტრესის დონის დაწევას.
ექიმების განმარტებით, კევის ღეჭვისას, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროს აქტიურად მუშაობს საღეჭი კუნთები, ადამიანი მადას კარგავს და შედარებით იშვიათად უნდება წახემსება. ამასთან აღნიშნული კუნთების მუშაობა ხელს უწყობს კალორიების წვას.
გარდა ამისა, მათი თქმით, ყბების განმეორებადი მოძრაობა ხელს უწყობს ემოციური მდგომარეობის სტაბილიზაციასა და სტრესთან გამკლავებას, რომელიც, თავის მხრივ, ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის წონაზე — სტრესის დროს ხომ ადამიანი უარყოფითი ემოციების „ჩახშობას“ ჭამით ცდილობს.
ყველაფერთან ერთად, ექსპერტების თქმით, არსებობს კვლევები, რომელთა თანახმად, კევის 15–20 წუთიანი ღეჭვა ხანმოკლე მეხსიერებას ასტიმულირებს.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კევის (განსაკუთრებით, შაქრის შემცველი) ხშირი და ხანგრძლივი ღეჭვა იწვევს: არტიკულაციის დარღვევას, კარიესის განვითარებას და ასევე ზრდის კბილის პლომბების, გვირგვინების, ვინირებისა და იმპლანტების ცვეთას.
უფრო მეტიც, შაქრიანი კევის შემთხვევაში საღეჭი კუნთების ხშირმა დაძაბვამ შეიძლება თავის ტკივილებიც გამოიწვიოს.
სპეციალისტების თქმით, კევის ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად საჭიროა:
აირჩიოთ უშაქრო საღეჭი რეზინა;
ღეჭოთ ის არაუმეტეს 10–20 წუთისა გადაბმით;
კევის ღეჭვის ხანგრძლივობა დღეში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს.