სანდრო ბაზაძემ ტუნისის გრან-პრის ბრინჯაო მოიგო

© Fencing Federation Of Georgiaსანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2024
გამოწერა
30 წლის ბაზაძე 2023 წლის მარტიდან ხმლით მოფარიკავეების მსოფლიო რეიტინგის სათავეშია.
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია FIE-ს ვერსიით საუკეთესო მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტუნისის გარნ-პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
სპორტსმენმა დაძაბული ნახევარფინალური შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელთან, 26 წლის ფარეს ფერჯანთან წააგო - 14:15.
ტუნისის 2023 წლის გრან-პრი ბაზაძის გამარჯვებით დასრულდა. ის „2022-2023 წლების საუკეთესო მოფარიკავის" წოდების მფლობელია. ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
ბაზაძე მსოფლიო მოფარიკავეთა რეიტინგში თავდაჯერებულად ლიდერობს>>
ბაზაძე 2023 წლის მარტიდან მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგს უდგას სათავეში.
ტურნირებზე ბაზაძემ 284 ქულა დააგროვა. ის 111 ქულით უსწრებს თავის მთავარ მეტოქეს, ამერიკელ ელი დერშვიცს (173 ქულა), მესამე ადგილზეა უნგრელი არონ სილადი (152 ქულა).
ყველა ახალი ამბავი
0