https://sputnik-georgia.com/20240115/romeli-produqti-gaiafda-saqartveloshi-285652149.html
ყველაზე მეტად რომელი პროდუქტი გაიაფდა საქართველოში?
ყველაზე მეტად რომელი პროდუქტი გაიაფდა საქართველოში?
Sputnik საქართველო
გასულ წელს ყველაზემეტად ხილი გაძვირდა 15.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-15T19:15+0400
2024-01-15T19:15+0400
2024-01-15T19:15+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268818104_0:0:3116:1753_1920x0_80_0_0_885a189dfb468d08e7c04a4e12d39343.jpg
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. 2023 წელი საქართველოში ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით დასრულდა - სურსათზე ფასები უმნიშვნელოდ გაიზარდა, ზოგიერთი პროდუქტი კი გაიაფდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.ეროვნულმა ბანკმა დაბალი ინფლაცია როგორც საგარეო, ისე შიდა ბაზარზე ფასების კლების ტენდენციით ახსნა. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის დეკემბერი-2022 წლის დეკემბრამდე) 0,4% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.წლის მანძილზე ყველაზე მეტად გაიაფდა წიწიბურა (-42,1%), კარტოფილი (-34,5%) და მზესუმზირის ზეთი (-29,4%). ფასები ასევე ფასები შემცირდა მწვანე ლობიოზე (-11%), მარგარინზე (-16,9%), ბრინჯზე (-10,4%), ხორბლის პურზე (-8,35%), გაყინული ქათმის ხორცზე (-8,31%).გასულ წელს ყველაზე მეტად გაძვირდა ხილი. მაგალითად ატმის ფასმა მოიმატა 42,7%-ით, ქლიავის - 34,7%-ით, ყურძნის - 35,1%-ით და მსხლის - 26,6%-ით.საქსტატის" მონაცემებით, ასევე გაძვირდა საქონლის ხორცი (+13,9%), ბადრიჯანი (+19%), ქარხნული რძე (+5%) და კვერცხი (+2.9%) - ძეხვეული საშუალოდ 2,5%-ით გაძვირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268818104_385:0:3116:2048_1920x0_80_0_0_616bb8859c01746f3c871d51ce9e729d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ყველაზე მეტად რომელი პროდუქტი გაიაფდა საქართველოში?
გასულ წელს ყველაზემეტად ხილი გაძვირდა
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. 2023 წელი საქართველოში ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით დასრულდა - სურსათზე ფასები უმნიშვნელოდ გაიზარდა, ზოგიერთი პროდუქტი კი გაიაფდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
„საქსტატის" მასალებში.
ეროვნულმა ბანკმა დაბალი ინფლაცია როგორც საგარეო, ისე შიდა ბაზარზე ფასების კლების ტენდენციით ახსნა. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის დეკემბერი-2022 წლის დეკემბრამდე) 0,4% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.
წლის მანძილზე ყველაზე მეტად გაიაფდა წიწიბურა (-42,1%), კარტოფილი (-34,5%) და მზესუმზირის ზეთი (-29,4%). ფასები ასევე ფასები შემცირდა მწვანე ლობიოზე (-11%), მარგარინზე (-16,9%), ბრინჯზე (-10,4%), ხორბლის პურზე (-8,35%), გაყინული ქათმის ხორცზე (-8,31%).
გასულ წელს ყველაზე მეტად გაძვირდა ხილი. მაგალითად ატმის ფასმა მოიმატა 42,7%-ით, ქლიავის - 34,7%-ით, ყურძნის - 35,1%-ით და მსხლის - 26,6%-ით.
საქსტატის" მონაცემებით, ასევე გაძვირდა საქონლის ხორცი (+13,9%), ბადრიჯანი (+19%), ქარხნული რძე (+5%) და კვერცხი (+2.9%) - ძეხვეული საშუალოდ 2,5%-ით გაძვირდა.