Madrid Fusión 2024-ზე საქართველო სტუმრის სტატუსით წარდგება

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული სუფრა
ქართული სუფრა - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2024
გამოწერა
სამი დღის განმავლობაში ქართული სამზარეულო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში იქნება
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. მადრიდში საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო-კონგრესში Madrid Fusión 2024 მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებაზე, რომელიც ესპანეთის დედაქალაქში 29-31 იანვრის პერიოდში გაიმართება, საქართველო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.
„საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული იქნება ე.წ. Show Kitchen. გარდა ამისა, სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.
სამი დღის განმავლობაში ქართული სამზარეულო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში იქნება. Madrid Fusión 2024-ზე მონაწილეობით საქართველოს გასტრონომიულ მიმართულებას მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან.
გასტრო-კონგრესზე Madrid Fusión 2024 ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, აშშ, არგენტინა, კოლუმბია, კორეა, ფილიპინები, ჩილე და სხვა ქვეყნები წარდგებიან.
ყველა ახალი ამბავი
0