მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინული „მშვიდობის ფორმულა“: დავოსის შეხვედრა მკაფიო გეგმის გარეშე დასრულდა

© AFP 2024 / FABRICE COFFRINI
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2024
გამოწერა
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. უკრაინული „მშვიდობის ფორმულისადმი“ მიძღვნილი მეოთხე შეხვედრა, რომელიც დავოსში გამართეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მრჩევლებმა, მკაფიო გეგმის მიღების გარეშე დასრულდა, იუწყება Bloomberg.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში 83 სახელმწიფოს — მათ შორის აზიის 18 და აფრიკის 12 ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
„კიევი იმედოვნებდა, რომ შეხვედრაზე, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ გახსნამდე შედგა, გლობალური სამხრეთის ქვეყნების მხრიდან მისი ათპუნქტიანი სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერას მიიღებდა, რომელთაგან ბევრი კიევის მხარდაჭერას მას შემდეგ ერიდება, რაც რუსეთი შეიჭრა იქ თითქმის ორი წლის წინ“, — წერს სააგენტო.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრ იგნაციო კასისის თქმით, რომელიც შეხვედრის თანათავმჯდომარე იყო, მონაწილეებმა შეძლეს გარკვეული საკითხების გარკვევა „რაღაც ეტაპზე“, მაგრამ როგორც უკრაინამ, ისე რუსეთმა, რომელიც შეხვედრაზე მიწვეული არ იყო, მიანიშნეს, რომ ტერიტორიული დათმობებისთვის მზად არ არიან.
ზელენსკის „მშვიდობის ფორმულა“, რომელიც მან 2023 წლის დეკემბერში წარმოადგინა G7-ის ქვეყნებისადმი მიმართვაში, ათ ნაბიჯს მოიცავს. მათ შორის: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ყველა ტყვისა და დეპორტირებულის გათავისუფლებას, რუსეთის ჯარების გაყვანასა და საომარი მოქმედებების შეწყვეტას, ომის დამთავრების კონფირმაციასა და (დამტკიცება) სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რომელიც რუსეთი ომის დანაშაულებს გამოიძიებს.
როგორც მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს, ზელენსკის მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმა რუსეთისთვის მიუღებელია.
ყველა ახალი ამბავი
0