უამინდობა კახეთში: თელავში თოვლის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

© Sputnik / STRINGERსაზოგადოებრივი ტრანსპორტი თელავში
საზოგადოებრივი ტრანსპორტი თელავში - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2024
გამოწერა
გომბორი-ვაზიანი-თელავის დამაკავშირებელ მაგისტრალზე გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მხოლოდ ზამთრის საბურავებით არის შესაძლებელი.
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. ინტენსიური თოვის გამო, თელავში საზოგადეობრივი ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს, იუწყება „პირველი არხი“.
როგორც კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, პლატონ კალმახელიძემ განაცხადა, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს ცენტრალური ქუჩების გაწმენდა.
„მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეჩერებულია, თუმცა გზების გაწმენდის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება“, – განაცხადა კალმახელიძემ.
მთელი ღამე ინტენსიურად თოვდა თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზეც. უღელტეხილზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ზამთრის საბურავებიანი ავტომანქანებისთვის. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.
მცირედი შეზღუდვებია მუნიციპალიტეტებს შორის დამაკავშირებელ გზებზეც, სადაც უხვი ნალექისა და ყინვის გამო ცალკეულ ადგილებზე ლიპყინულია.
საგზაო სამმართველო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, გზებზე იყრება ქვიშა-მარილი.
წყარო - „პირველი არხი“.
ყველა ახალი ამბავი
0