თბილისის რამდენიმე რაიონში გზებზე ტექნიკური მარილი დაყარეს

© Sputnik / Viktor Kaminskyთოვლი გზებზე
თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2024
გამოწერა
მერია მოუწოდებს მოსახლეობას თოვლის გამო გზებზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს მიმართონ.
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მოსული ნალექის გამო ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, გზებზე მნიშვნელოვანი შეფერხება თბილისში არ ყოფილა.
ტექნიკური მარილი დაიყარა შემდეგ დასახლებებსა და ქუჩებზე: წყნეთი, ბეთანია, ოქროყანა, წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთი, თბილისის ზღვის შემოვლითი გზა, მახათას აღმართი და მიმდებარე ტერიტორია, კუკიის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია, მნათობის, ცაიშის ქუჩები, ვაზისუბნის მიკრორაიონები, ნიაბისა და მუჯირიშვილის ქუჩები, მეტრომშენის დასახლებისა და მახათას დამაკავშირებელი გზა, ვარკეთილი, ზემო ფონიჭალა, კახეთის გზატკეცილი, სოფელი დიდი ლილო.
უწყების ცნობით, „თბილსერვის ჯგუფი“ საჭიროების მიხედვით ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.
მერია მოუწოდებს მოსახლეობას თოვლიანობის გამო გზებზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.
ყველა ახალი ამბავი
0