სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2024
გამოწერა
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
შემთხვევა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0