საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით 7 ქართველი დააკავეს

© photo: Sputnik / Costis Nantamis  / გადასვლა მედიაბანკშისაბერძნეთის პოლიცია
საბერძნეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2024
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფებამ საქმიანობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. საბერძნეთის სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ერთი ინტერპოლით ძებნილია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინის ქურდობისთვის აიყვანეს.
ქართველებს სხვა არაერთ დანაშაულსაც ედავებიან. კერძოდ, ადგილობრივი მედიის ცნობით, კრიმინალურმა დაჯგუფებამ 35 ბინა და სხვადასხვა ობიექტი გაძარცვა, მათ შორის, პროკურორის სახლიც. წაღებულია, სულ მცირე, 200 ათასი ევრო.
საქმის მასალების მიხედვით, დაჯგუფების წევრები კონკრეტულ რაიონებში სამიზნეებს ირჩევდნენ, ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდნენ და ბინებსა და სხვა ობიექტებს შეუმჩნევლად ძარცვავდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 7 დაკავებულს შორის ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდია, რომელსაც ბოლო 7 წლის განმავლობაში კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ინტერპოლი) ეძებდა.
ბერძნული მედიის ცნობით, დაჯგუფებამ საქმიანობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“
ყველა ახალი ამბავი
0