https://sputnik-georgia.com/20240114/-------------285633101.html
დევისისა და სმოლკინის დებიუტი საქართველოს დროშის ქვეშ - მერვე ადგილი: ვიდეო
დევისისა და სმოლკინის დებიუტი საქართველოს დროშის ქვეშ - მერვე ადგილი: ვიდეო
Sputnik საქართველო
საქართველო ორი ვერცხლის მედლით იტალიისა და ბელგიის შემდეგ მესამე ადგილზეა. 14.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-14T12:00+0400
2024-01-14T12:00+0400
2024-01-14T13:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/05/278293273_0:0:3329:1873_1920x0_80_0_0_9c9fddf9ba34ebdf9b07f3a65c50fa26.jpg
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენლმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვაში 33 წყვილს შორის მერვე ადგილი დაიკავეს.ორი პროგრამის ჯამში მოციგურავეებმა 189,46 ქულა დააგროვეს. წყვილისთვის ეს იყო ევროპის პირველი ჩემპიონატი, სადაც ისინი საქართველოს წარმოადგენდნენ.ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ორი ვერცხლის მედლით მედლების რაოდენობით იტალიისა და ბელგიის შემდეგ მესამე ადგილზეა.ფიგურულმა მოციგურავემ ანასტასია გუბანოვამ, ისევე როგორც ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას წყვილმა, საქართველოს ვერცხლი მოუტანა. მოციგურავე ნიკა ეგაძემ მეშვიდე ადგილი დაიკავა.საქართველომ მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე ორ-ორი საგზური მოიპოვა ქალთა, მამაკაცთა და სპორტულ ცეკვებში და სამი საგზური სპორტული წყვილებისთვის.ტურნირში 32 ქვეყნის 167 სპორტსმენი მონაწილეობდა.ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა >>დიანა დევისს, რომელიც რუსეთში მოღვაწე მწვრთნელის, ეთერი თუთბერიძის ქალიშვილია, ამერიკისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვს. მის პარტნიორს, მსახიობ ბორის სმოლკინის ვაჟს, ისრაელის მოქალაქეობა აქვს. სპორტსმენები რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორები არიან. პეკინში 2022 წლის ოლიმპიადაზე დუეტმა მე-14 ადგილი დაიკავა.2022/2023 სეზონში დევისმა და სმოლკინმა გამოტოვეს რუსეთში ყველა შიდა ტურნირი დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ზაფხულში ამერიკელი ჟურნალისტი დეივ ლისი წერდა, რომ დუეტი აშშ-ის ნაკრებში გადასვლას აპირებდა, მაგრამ მოციგურავეებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.2023 წლის ივნისში რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა საცეკვაო დუეტის საქართველოს ნაკრებში გადასვლა მოიწონა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/05/278293273_355:0:3086:2048_1920x0_80_0_0_2b8d8f0d72b5549ade9497cd934effbb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
დევისისა და სმოლკინის დებიუტი საქართველოს დროშის ქვეშ - მერვე ადგილი: ვიდეო
12:00 14.01.2024 (განახლებულია: 13:03 14.01.2024) საქართველო ორი ვერცხლის მედლით იტალიისა და ბელგიის შემდეგ მესამე ადგილზეა.
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენლმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვაში 33 წყვილს შორის მერვე ადგილი დაიკავეს.
ორი პროგრამის ჯამში მოციგურავეებმა 189,46 ქულა დააგროვეს. წყვილისთვის ეს იყო ევროპის პირველი ჩემპიონატი, სადაც ისინი საქართველოს წარმოადგენდნენ.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ორი ვერცხლის მედლით მედლების რაოდენობით იტალიისა და ბელგიის შემდეგ მესამე ადგილზეა.
ფიგურულმა მოციგურავემ ანასტასია გუბანოვამ, ისევე როგორც ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას წყვილმა, საქართველოს ვერცხლი მოუტანა. მოციგურავე ნიკა ეგაძემ მეშვიდე ადგილი დაიკავა.
საქართველომ მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე ორ-ორი საგზური მოიპოვა ქალთა, მამაკაცთა და სპორტულ ცეკვებში და სამი საგზური სპორტული წყვილებისთვის.
ტურნირში 32 ქვეყნის 167 სპორტსმენი მონაწილეობდა.
დიანა დევისს, რომელიც რუსეთში მოღვაწე მწვრთნელის, ეთერი თუთბერიძის ქალიშვილია, ამერიკისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვს. მის პარტნიორს, მსახიობ ბორის სმოლკინის ვაჟს, ისრაელის მოქალაქეობა აქვს. სპორტსმენები რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორები არიან. პეკინში 2022 წლის ოლიმპიადაზე დუეტმა მე-14 ადგილი დაიკავა.
2022/2023 სეზონში დევისმა და სმოლკინმა გამოტოვეს რუსეთში ყველა შიდა ტურნირი დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ზაფხულში ამერიკელი ჟურნალისტი დეივ ლისი წერდა, რომ დუეტი აშშ-ის ნაკრებში გადასვლას აპირებდა, მაგრამ მოციგურავეებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.
2023 წლის ივნისში რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა საცეკვაო დუეტის საქართველოს ნაკრებში გადასვლა მოიწონა.