დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 იანვარი

© Sputnik / Alexander Imedashviliდაისი ლისის ტბაზე
დაისი ლისის ტბაზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 13 იანვარია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
სევდისა და მოწყენილობისგან ახლობლებთან ურთიერთობები გვიხსნის. ეს დაგვეხმარება ხასიათზე მოსვლასა და მომავლისკენ იმედით გახედვაში. ოპტიმიზმი გვჭირდება, რათა ერთ ადგილზე არ გავჩერდეთ და წინ ვიაროთ. რთული საქმეები უკუნაჩვენებია, ხოლო სახლის მოწესრიგება და დიდი ხნით გადადებული საქმეების დამთავრება – შეიძლება.
საღამოს წვეულების გამართვა ასევე უპრიანი იქნება. მოერიდეთ ზედმეტ მღელვარებას და იმხიარულეთ.
ვერძი: ეს ის დღეა, როცა უსაქმურობა გაქვთ „გამოწერილი“. თავი დაანებეთ საქმეებს და უბრალოდ, მოდუნდით. ახალი ძალები გამარჯვებაში შემდეგ კვირაში დაგეხმარებათ. ასტროლოგები გირჩევენ, საღამო ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. მათ შეიძლება ისეთი საიდუმლოებები გაგანდონ, რომ თავბრუ დაგეხვევათ, მაგრამ თქვენ პირში წყალი დაიგუბეთ და არავის უამბოთ ამის შესახებ.
ვარსკვლავების სისტემა - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2018
რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: გადაწყვეტილებები სწრაფად შეცვლის თქვენს ცხოვრებას, ასე რომ, ნათელი მომავლისთვის თითოეულ პასუხზე და ნაბიჯზე იფიქრეთ. ურთიერთობა იქონიეთ ავტორიტეტულ ადამიანებთან, განამტკიცეთ მათთან კავშირი – მათი დახმარება მომავალში ძალიან გამოგადგებათ. ასტროლოგები გირჩევენ, დატკბეთ დღევანდელი დღის თითოეული წუთით – მრავალი მშვენიერი მომენტი იქნება თქვენ ცხოვრებაში.
ტყუპი: პირში წყალი უნდა ჩაიგუბოთ – დღეს ლაპარაკი არაფერ კარგს არ მოიტანს. აჯობებს, მეტი იმუშაოთ და იზრუნოთ საკუთარ თავზე. სიახლე ბევრი იქნება, მაგრამ მათ უნდა „დაემალოთ“, რათა უსიამოვნო ფიქრებით გონება არ დაიმძიმოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ის დღეა, როცა ნათელ მომავალში დიდი ნახტომისთვის უნდა მოემზადოთ – ყველაფერი გამოგივათ.
კირჩხიბი: დღეს ნებისმიერი დავისა და კონფლიქტის გადაწყვეტა შეგიძლიათ. ეს სუპერუნარი ახლობლებისთვის გამოიყენეთ, რომლებსაც უჭირთ კომპრომისების მოძებნა. ავტორიტეტულ ადამიანებთან ურთიერთობები არ იჩქაროთ. დღეს დუმილი ჯობია, ხოლო რთული კითხვები ხვალ ან ზეგ დასვით. ასტროლოგები საღამოს გატარებას განმარტოებით გირჩევენ.
ავიასანახაობა ნატახტრის ცაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის იდეალური ასაკი ქორწინებისთვის
ლომი: დღეს ყველაფერს პოზიტივის პრიზმაში გახედავთ და ეს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაგეხმარებათ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ სხვადასხვა სახის ადამიანები არიან თქვენ ირგვლივ, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ასტროლოგები გირჩევენ, გადადოთ მოსაწყენი საქმეები და საღამოს ახლობლებისთვის წვეულება მოაწყოთ – დაიმუხტეთ დადებითი ემოციებით.
ქალწული: შეგიძლიათ ექსპერიმენტების ჩატარება, მაგრამ ფრთხილად და დაფიქრებით, რათა ცხოვრება არ გაუფუჭოთ არც საკუთარ თავს და არც გვერდით მყოფებს. ამიტომ დაფიქრდით, სანამ გარისკავთ. კარგი დღეა სახლისა და ოფისის საფუძვლიანი დალაგებისთვის. ეს დაგეხმარებათ პროდუქტიულობაში როგორც სახლში, ისე სამსახურში.
სასწორი: დაივიწყეთ მუშაობა და უბრალოდ, არაფერი აკეთოთ – ეს უქმე დღე პასიურად უნდა გაატაროთ. შეგიძლიათ არც გახვიდეთ სახლიდან, რათა პრობლემებს არ გადააწყდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, საღამო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ – მოაწყვეთ წვეულება და საუკეთესო მეგობრები დაპატიჟეთ. ეს დღე დიდხანს დაგამახსოვრდებათ.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2018
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ინტუიცია ყველაზე მეტად განვითარებული
მორიელი: განეწყვეთ პოზიტიურად და ყველაფერში დადებითი მხარეები ეძებეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ რთულ მომენტში სულიერი ძალა არ დაკარგოთ. წაგადგებათ ფიზიკური აქტიურობა – ახლა თქვენს სხეულს ეს ძალიან ესაჭიროება, ამიტომ დატვირთეთ თქვენი ორგანიზმი. საღამოს წვეულება მოაწყვეთ – უამრავ დადებით ემოციას მიიღებთ.
მშვილდოსანი: ისაუბრეთ თქვენი გრძნობების შესახებ, მაგრამ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ემოციები საქციელითაც გამოხატეთ. თუ მარტოხელა ხართ, ეს შესანიშნავი შანსია, შეხვდეთ საინტერესო პიროვნებას. მთავარია, სიმორცხვემ არ გძლიოთ. საღამო წვეულებისთვის შესანიშნავი დროა – გაატარებთ არაჩვეულებრივ დროს მეგობრებთან ერთად და რაც მთავარია, მათთან კავშირს უფრო განამტკიცებთ.
თხის რქა: დღეს არ ღირს ყველაფრის დეტალურად დაგეგმვა, ჯობია იმპროვიზირება, მზად იყავით სიახლეებისთვის. ასეთი ტაქტიკა მრავალ საინტერესო ვითარებასა და სასიამოვნო ემოციებს შექმნის. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მუშაობა არარეკომენდებულია – გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა
მერწყული: უამრავი სასიამოვნო მომენტი გელოდებათ, ასე რომ, გაიღიმეთ და სამყაროს მადლობელი იყავით. დაეხმარეთ ადამიანებს – თქვენი სიკეთე მათ რთული ვითარებიდან იხსნის. არ შეუშინდეთ თავის წარმოჩენას, თქვენი ნიჭის გამოვლენას – დიდია შანსი, რომ ეს დაინახონ და დაგაფასონ. რამე ახლის დაწყებას ასტროლოგები არ გირჩევენ.
თევზები: შეგიძლიათ თქვენი წესებით ითამაშოთ, მაგრამ ეს ფრთხილად უნდა გააკეთოთ, რათა პრობლემები არ შექმნათ და განწყობა არავის გაუფუჭოთ. დაუფიქრდით თითოეულ სიტყვას – არ აწყენინოთ თანამოსაუბრეს. საღამოს სადღესასწალლო ვახშამი მოაწყვეთ – მოიწვით თქვენთვის ძვირფასი ადამიანები. დროს შესანიშნავად გაატარებთ.
ყველა ახალი ამბავი
0