19 წელი უცხოელის მკვლელობის მცდელობისთვის: სასამართლომ დამნაშავე ციხეში გაამწესა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2024
გამოწერა
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
უწყების ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წარსულში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა შურისძიების მიზნით დაჭრა დაზარალებული — დანით არაერთი ჭრილობა მიაყენა — და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა 2023 წლის 16 აპრილს მოხდა თბილისში მდებარე ერთ-ერთო კერძო სახლში.
გავრცელებული ინფორმაციით, ექიმებმა, დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულის გადარჩენა შეძლეს.
პოლიციამ დამნაშავე 2023 წლის 25 აპრილს დააკავა და ბრალად განზრახ მკვლელობის არაერთგზის მცდელობა წაუყენა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის19,109-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტი).

ყველა ახალი ამბავი
0