ეს სიცრუეა: თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2024
გამოწერა
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საჯარო ბაღების აღსაზრდელთა საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტენდერი ჩაიშალა, სრული სიცრუეა, იუწყება თბილისის მერია.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, ტენდერის ჩაშლის მიზეზად მედიასაშუალებამ ის დაასახელა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ტენდერი 30 დეკემბერს გამოაცხადა და ახლა „სააგენტო იძულებულია, საკვები გამარტივებული წესით შეიძინოს“.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, — ნათქვამია მერიის განცხადებაში.
როგორც იქ განმარტეს, ბაღების საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებული ბაზრის კვლევა გასული წლის 17-28 ნოემბერს ჩატარდა, ტენდერები კი (მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებისთვის) 30 ნოემბერს გამოცხადდა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ბაღებზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი 2024 წლიდან პირველად გავრცელდა, თითოეული ბაღი შემსყიდველ ორგანიზაციად დარეგისტრირდა და ერთობლივი ტენდერი გამოცხადდა. <...> სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას, ორივე ტენდერი გასაჩივრდა კონკურენტი კომპანიების წარმომადგენლების მიერ, რაც გარკვეულ პროცედურულ საკითხებთანაა დაკავშირებული“, — ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ამასთან უწყება ხაზს უსვამს, რომ არცერთი ტენდერი არ ჩავარდნილა და სატენდერო პროცედურები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ყველა ახალი ამბავი
0