https://sputnik-georgia.com/20240112/sasmeli-rpomelic-stresis-moxsnas-exmareba-285585004.html
დაგეხმარებათ სტრესის დროს: მეცნიერები ასახელებენ სასმელსა და მის უსაფრთხო რაოდენობას
დაგეხმარებათ სტრესის დროს: მეცნიერები ასახელებენ სასმელსა და მის უსაფრთხო რაოდენობას
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. არსებობს სასმელი, რომელიც, რეგულარულად სმის შემთხვევაში, დამღუპველი ზემოქმედებისგან იცავს გულის კუნთს სტრესულ სიტუაციებში... 12.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-12T20:26+0400
2024-01-12T20:26+0400
2024-01-12T20:26+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0b/285584815_0:26:3072:1754_1920x0_80_0_0_151edb58c6c700d09da3d7ea4c408b8c.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. არსებობს სასმელი, რომელიც, რეგულარულად სმის შემთხვევაში, დამღუპველი ზემოქმედებისგან იცავს გულის კუნთს სტრესულ სიტუაციებში, აცხადებენ ბირმინგემის უნივერსიტეტის სწავლულები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია ჟურნალში Nutrients.როგორც სპეციალისტები განმარტავენ, კაკაოს მარცვლები მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს, ზეთებს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ ნივთიერებებს, A, PP ვიტამინებს, ასევე B ჯგუფის ვიტამინებს.გარდა ამისა, მათში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა ბიოფლავონოიდები — ბუნებრივი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ორგანიზმის უჯრედულ მემბრანებს დაზიანებისგან იცავს.მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კაკაოში შემავალი ფლავანოიდები დადებით გავლენას ახდენს სისხლძარღვებზე ფსიქიკური დაძაბულობის დროს და დაზიანებისგან იცავს გულს.გარდა ამისა, მეცნიერები კაკაოს ყოველდღიურ რაციონში ჩართვას იმის გამოც გვირჩევენ, რომ სასმელს გუნების გამოკეთება შეუძლია. მისი სასიამოვნო გემო ხელს უწყობს ორგანიზმში ენდორფინებისა და სეროტონინის — ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას, რომლებიც დეპრესიებთან ბრძოლაში ეხმარება ადამიანს.მანამდე მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ კაკაოს ზომიერად სმა ხელს უწყობს:გაითვალისწინეთ: კაკაოს ფხვნილის შემცველი პროდუქტების გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.ექიმების თქმით, სწორედ ეს არის ის რაოდენობა, რაც სარგებელსა და სიამოვნებას მოიტანს, არ გაზრდის ალერგიული რეაქციების ან ჯანმრთელობის სხვა უარყოფითი ზემოქმედებების რისკს.როგორც სპეციალისტები ამბობენ, ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი ადამიანების გარდა, კაკაოს მიღება უნდა შეზღუდონ ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა, ასევე ის არ უნდა შედიოდეს სამ წლამდე ბავშვების კვებაში.მედიკოსები გვირჩევნ, რომ უკვე გამზადებული სასმელი კი არ შევიძინოთ, რომელიც დიდი რაოდენობით შაქარსა და ნაღებს შეიცავს, არამედ თავად მოვამზადოთ სუფთა კაკაოს ფხვნილისგან.ამასთან ერთი ფინჯანი სასმელის მოსამზადებლად 10 გრამი კაკაოს ფხვნილია საკმარისი. ის შეიცავს საშუალოდ 35 კკალორიას, 2,5 გ ცილას, 1,5 გ ცხიმს და 1 გ ნახშირწყლებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0b/285584815_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_6fadb23f116e63157cd2f75048a6f323.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. არსებობს სასმელი, რომელიც, რეგულარულად სმის შემთხვევაში, დამღუპველი ზემოქმედებისგან იცავს გულის კუნთს სტრესულ სიტუაციებში, აცხადებენ ბირმინგემის უნივერსიტეტის სწავლულები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია ჟურნალში
Nutrients.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, კაკაოს მარცვლები მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს, ზეთებს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ ნივთიერებებს, A, PP ვიტამინებს, ასევე B ჯგუფის ვიტამინებს.
გარდა ამისა, მათში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა ბიოფლავონოიდები — ბუნებრივი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ორგანიზმის უჯრედულ მემბრანებს დაზიანებისგან იცავს.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კაკაოში შემავალი ფლავანოიდები დადებით გავლენას ახდენს სისხლძარღვებზე ფსიქიკური დაძაბულობის დროს და დაზიანებისგან იცავს გულს.
„ფლავანოიდებით მდიდარი კაკაოს რეგულარული სმა შეიძლება ეფექტური მეთოდი იყოს სტრესის შემდეგ დროებითი ენდოთელიალური დისფუნქციის შესამცირებლად და ასევე სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად უშუალოდ სტრესულ ვითარებებში“, — ნათქვამია ნაშრომში.
გარდა ამისა, მეცნიერები კაკაოს ყოველდღიურ რაციონში ჩართვას იმის გამოც გვირჩევენ, რომ სასმელს გუნების გამოკეთება შეუძლია. მისი სასიამოვნო გემო ხელს უწყობს ორგანიზმში ენდორფინებისა და სეროტონინის — ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას, რომლებიც დეპრესიებთან ბრძოლაში ეხმარება ადამიანს.
მანამდე მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ კაკაოს ზომიერად სმა ხელს უწყობს:
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას,
დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე და ზრდის თავის ტვინის პროდუქტიულობას,
აუმჯობესებს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლს,
ამცირებს გულის დაავადებების რისკს,
არეგულირებს არტერიულ წნევასა და სისხლის ლიპიდებს.
გაითვალისწინეთ: კაკაოს ფხვნილის შემცველი პროდუქტების გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.
კაკაოს რეკომენდებული რაოდენობა — ეს ერთი ფინჯანია დღეგამოშვებით ან დღეში ერთხელ.
ექიმების თქმით, სწორედ ეს არის ის რაოდენობა, რაც სარგებელსა და სიამოვნებას მოიტანს, არ გაზრდის ალერგიული რეაქციების ან ჯანმრთელობის სხვა უარყოფითი ზემოქმედებების რისკს.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი ადამიანების გარდა, კაკაოს მიღება უნდა შეზღუდონ ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა, ასევე ის არ უნდა შედიოდეს სამ წლამდე ბავშვების კვებაში.
მედიკოსები გვირჩევნ, რომ უკვე გამზადებული სასმელი კი არ შევიძინოთ, რომელიც დიდი რაოდენობით შაქარსა და ნაღებს შეიცავს, არამედ თავად მოვამზადოთ სუფთა კაკაოს ფხვნილისგან.
ამასთან ერთი ფინჯანი სასმელის მოსამზადებლად 10 გრამი კაკაოს ფხვნილია საკმარისი. ის შეიცავს საშუალოდ 35 კკალორიას, 2,5 გ ცილას, 1,5 გ ცხიმს და 1 გ ნახშირწყლებს.