სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება – თავდაცვის სამინისტროს განცხადება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2024
გამოწერა
სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 1982 წელს დაბადებული სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში, თავის საცხოვრებელთან ახლოს იპოვეს. ამ დროს ის დათხოვნილი იყო.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0