https://sputnik-georgia.com/20240112/qartvelmamociguraveebma-evropis-vempionatze-vercxli-aires-285597897.html
ქართველმა მოციგურავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღეს
ქართველმა მოციგურავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღეს
Sputnik საქართველო
მათ მოკლე პროგრამაში 71,30 ქულა აიღეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. 12.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-12T13:33+0400
2024-01-12T13:33+0400
2024-01-12T13:33+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
ლიეტუვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264600323_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_787b6dbe9deb67563ad88e36dd9acabb.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ლიეტუვის კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღეს.კაუნასი ევროპის ჩემპიონატს 10-14 იანვარს მასპინძლობს. პირველად ტურნირზე საქართველოს წარმოადგენს მოციგურავეების, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი. რუს სპორტსმენებს შეჯიბრებებში მოციგურავეების საერთაშორისო კავშირის (ISU) ეგიდითმონაწილეობა აკრძალული აქვთ.მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინამ და ბერულავამ 71,30 ქულა დააგროვეს: 40,27 - ტექნიკური ელემენტებისთვის, 31,03 - პროგრამული კომპონენტებისთვის, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და ამ შედეგით ქართულმა წყვილმა პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულა.ბერულავამ და მეტელკინამ თავისუფალი პროგრამის დასაწყისში მცირე შეცდომა დაუშვეს, ამის გამო მეხუთენი აღმოჩნდნენ. მათ აიღეს 124,84 ქულა (64,73 ტექნიკური ელემენტებისთვის, 61,11 – პროგრამული კომპონენტებისტვის, მინუს ერთი ქულა შეცდომისთვის).საბოლოოდ წყვილმა მოკლე და თავისუფალ პროგრამაში 196,14 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები იტალიელები გახდნენ.
საქართველო
ლიეტუვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264600323_188:0:2919:2048_1920x0_80_0_0_6d26cd01e6b7ffe887ed532d37b4e5d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, ლიეტუვა
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, ლიეტუვა
ქართველმა მოციგურავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღეს
მათ მოკლე პროგრამაში 71,30 ქულა აიღეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ლიეტუვის კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღეს.
კაუნასი ევროპის ჩემპიონატს 10-14 იანვარს მასპინძლობს. პირველად ტურნირზე საქართველოს წარმოადგენს მოციგურავეების, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი. რუს სპორტსმენებს შეჯიბრებებში მოციგურავეების საერთაშორისო კავშირის (ISU) ეგიდითმონაწილეობა აკრძალული აქვთ.
მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინამ და ბერულავამ 71,30 ქულა დააგროვეს: 40,27 - ტექნიკური ელემენტებისთვის, 31,03 - პროგრამული კომპონენტებისთვის, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და ამ შედეგით ქართულმა წყვილმა პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულა.
ბერულავამ და მეტელკინამ თავისუფალი პროგრამის დასაწყისში მცირე შეცდომა დაუშვეს, ამის გამო მეხუთენი აღმოჩნდნენ. მათ აიღეს 124,84 ქულა (64,73 ტექნიკური ელემენტებისთვის, 61,11 – პროგრამული კომპონენტებისტვის, მინუს ერთი ქულა შეცდომისთვის).
საბოლოოდ წყვილმა მოკლე და თავისუფალ პროგრამაში 196,14 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები იტალიელები გახდნენ.