https://sputnik-georgia.com/20240112/azerbaijanma-saqartvelos-qurcikebi-acuqa-285603861.html
ჯეირნების აღდგენის პროგრამა: აზერბაიჯანმა საქართველოს ქურციკები აჩუქა
ჯეირნების აღდგენის პროგრამა: აზერბაიჯანმა საქართველოს ქურციკები აჩუქა
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანის მთავრობამ საქართველოს 16 ქურციკი აჩუქა, რომლებიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის... 12.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-12T17:43+0400
2024-01-12T17:43+0400
2024-01-12T17:43+0400
ახალი ამბები
ჩვენ და ბუნება
აზერბაიჯანი
კავკასია
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0c/285601035_698:611:1382:996_1920x0_80_0_0_da7856b9568d3cb2a1125146e935eca1.jpg
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანის მთავრობამ საქართველოს 16 ქურციკი აჩუქა, რომლებიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების დაცულ ტერიტორიაზე გაუშვეს, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.ქურციკის, იგივე ჯეირნის აღდგენის პროგრამა, რომელიც საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდა, 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მჭიდრო თანამშრომლობითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური მხარდაჭერით.უწყების ცნობით, პირველი თაობა, ათი ჯეირანი, შირვანის ეროვნული პარკიდან შემოიყვანეს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გაუშვეს ისტორიულ გარემოში — სამუხის ველზე.დაცული ტერიტორიების სააგენტო და ველური ბუნების მსოფლიო ფონდი მუდმივ მონიტორინგსა და დაკვირვებას ახორციელებენ ჯეირნების რაოდენობაზე და მათთვის უსაფრთხო საარსებო გარემოს უზრუნველყოფაზე ზრუნავენ. ჯეირნების პოპულაციის აღდგენა ბუნების დამცველების ერთ-ერთი უმაღლესი პრიორიტეტია. მათი აზრით, ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაუმჯობესება ამ ცხოველების გარეშე შეუძლებელია.
აზერბაიჯანი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0c/285601035_174:0:1935:1321_1920x0_80_0_0_33953cb85ad51a68d6607b412cafa493.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ჩვენ და ბუნება , აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველო
ახალი ამბები, ჩვენ და ბუნება , აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველო
ჯეირნების აღდგენის პროგრამა: აზერბაიჯანმა საქართველოს ქურციკები აჩუქა
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანის მთავრობამ საქართველოს 16 ქურციკი აჩუქა, რომლებიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების დაცულ ტერიტორიაზე გაუშვეს, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
ქურციკის, იგივე ჯეირნის აღდგენის პროგრამა, რომელიც საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდა, 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მჭიდრო თანამშრომლობითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური მხარდაჭერით.
„ქურციკის აღდგენის პროგრამა წარმატებით ხორციელდება და ამჟამად სამუხის ველზე მათი რაოდენობა 300 ინდივიდს აღემატება“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, პირველი თაობა, ათი ჯეირანი, შირვანის ეროვნული პარკიდან შემოიყვანეს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გაუშვეს ისტორიულ გარემოში — სამუხის ველზე.
დაცული ტერიტორიების სააგენტო და ველური ბუნების მსოფლიო ფონდი მუდმივ მონიტორინგსა და დაკვირვებას ახორციელებენ ჯეირნების რაოდენობაზე და მათთვის უსაფრთხო საარსებო გარემოს უზრუნველყოფაზე ზრუნავენ.
ჯეირნების პოპულაციის აღდგენა ბუნების დამცველების ერთ-ერთი უმაღლესი პრიორიტეტია. მათი აზრით, ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაუმჯობესება ამ ცხოველების გარეშე შეუძლებელია.