ავიამიმოსვლა თბილისის აეროპორტში აღდგა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2024
გამოწერა
დედაქალაქის აეროპორტის მუშაობას ხელი ძლიერმა ნისლმა შეუშალა.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღდგა – რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ცუდი ამინდის – ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა. კერძოდ, ფრენები ვერ შესრულდა სტამბულის, მიუნხენის, რიგის, დუბაისა და ბაქოს მიმართულებით.
გარდა ამისა, გაუქმდა რეისები სტამბულიდან თბილისის მიმართულებით. რეისები უნდა შეესრულებინა ავიაკომპანიებს Pegasus–სა და Turkish Airlines–ს.
გარდა ამისა, გუშინ მოსკოვი-თბილისის რეისი, რომელსაც ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ახორციელებდა, ნისლის გამო თითქმის ოთხი საათის დაგვიანებით დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ასევე ავიაკომპანია Air Dilijans-ის თვითმფრინავი, რომელიც ერევანი-თბილისის რეისს ასრულებდა, ერევანში დაბრუნდა.
გარდა ამისა, უკან დაბრუნება მოუწიათ ასევე AZAL-ისა და Qeshm Air-ის თვითმფრინავებს, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში ბაქოდან და თეირანიდან მიფრინავდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0