მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი: ამინდის პროგნოზი 13-14 იანვარს

© Roads Department of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2024
გამოწერა
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. დღეს ღამიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, რაც 14 იანვრის დღის ბოლომდე გაგრძელდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი — უმეტესად თოვლის სახით. ამასთან ზოგან იქნება ძლიერი ქარბუქი და გზებზე ლიპყინული.
გარდა ამისა, მოსალოდნელია ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობაც.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
14-15 იანვრის ღამით ყინვა გაძლიერდება და დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა სავარაუდოდ მინუს 3-5 გრადუსამდე დაეცემა.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
ყველა ახალი ამბავი
0