https://sputnik-georgia.com/20240111/varketilsi-colis-mkvlelobistvis-braldebuls-patimroba-seefarda-285580713.html
ვარკეთილში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ვარკეთილში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 11.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-11T17:28+0400
2024-01-11T17:28+0400
2024-01-11T17:28+0400
თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252188554_260:593:2847:2048_1920x0_80_0_0_ed180dcf88a8c5aa451765eaf77a7bde.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თბილისის სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შემთხვევა მიმდინარე წლის 9 იანვარს თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მეუღლეს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი დანით გულმკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა. დაზარალებული 27 წლის ქალი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. სასამართლო პროცესი კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის" რეანიმაციულ განყოფილებაში გაიმართა, სადაც ბრალდებული, 30 წლის მამაკაცი მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ იყო. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252188554_504:262:2886:2048_1920x0_80_0_0_ffc4951c910d3d48c3227d00bcf49ea3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, საზოგადოება
ვარკეთილში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თბილისის სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 9 იანვარს თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მეუღლეს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი დანით გულმკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა. დაზარალებული 27 წლის ქალი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სასამართლო პროცესი კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის" რეანიმაციულ განყოფილებაში გაიმართა, სადაც ბრალდებული, 30 წლის მამაკაცი მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ იყო.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განაცხადა, მან გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.