https://sputnik-georgia.com/20240111/stresissayvareli-sasusnavitdatrgunvasiezleba-sawiroa-icodet-rogor-unda-gaketdes-es-285576123.html
დათრგუნეთ სტრესი საყვარელი სასუსნავით, ოღონდ სწორად: ოქროს წესი ექიმისგან
დათრგუნეთ სტრესი საყვარელი სასუსნავით, ოღონდ სწორად: ოქროს წესი ექიმისგან
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საკვებით სტრესის მოხსნა ადამიანისთვის ძალიან ბუნებრივი რამაა, უბრალოდ, ბევრმა არ იცის, როგორ უნდა გაკეთდეს ეს სწორად, ანუ ისე... 11.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-11T15:41+0400
2024-01-11T15:41+0400
2024-01-11T15:41+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
ჯანსაღი კვება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/05/281952307_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_7c41487d46f61f0ebeac366b70bd1420.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საკვებით სტრესის მოხსნა ადამიანისთვის ძალიან ბუნებრივი რამაა, უბრალოდ, ბევრმა არ იცის, როგორ უნდა გაკეთდეს ეს სწორად, ანუ ისე, რომ არც წონა „გაექცეს“ და არც სხვა ტიპის ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას, ამბობს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დიეტოლოგი ირინა ბერეჟნაია რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.მისი თქმით, ადამიანების დიდი ნაწილი ირწმუნება, რომ ნერვული დაძაბულობის დროს მდგომარეობა უმსუბუქდებათ, თუ რაღაც გემრიელს მიირთმევენ. და ეს მიდგომა ნორმალურია, თუ საკვების რაოდენობა მთელი ტორტი ან ერთი ვედრო ნაყინი არ იქნება.ამასთან, დიეტოლოგის თქმით, ეს უნდა იყოს არა უბრალოდ რაღაც საჭმელი, არამედ საყვარელი პროდუქტი.ამასთან დიეტოლოგი ხაზს უსვამს, რომ სტრესულ სიტუაციებში საყვარელი საკვების მიღება პრობლემას არც მთლიანად აღმოფხვრის და არც ნაწილობრივ — ის მხოლოდ დროებით ამსუბუქებს მდგომარეობას. ამიტომ მარტო საკვების მეშვეობით, თუნდაც ძალიან სწორად იკვებებოდეთ, სტრესს თავს ვერ დააღწევთ.ბერეჟნაიას თქმით, აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქმეს ვერც ამ „წამლის“ დოზის გაზრდა უშველის. ხოლო თუ საქმე ტკბილეულს ეხება, პირიქით, ეს არა მარტო უსარგებლოა სტრესის მოსახსნელად, არამედ, საზიანოც კი, ვინაიდან ეს ძველ პრობლემებს ახალს დაუმატებს და სტრესი შეიძლება ქრონიკულ მდგომარეობაში გადაიზარდოს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/05/281952307_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_17aeefc4173c0ef7028d2f4b907fc1ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საკვებით სტრესის მოხსნა ადამიანისთვის ძალიან ბუნებრივი რამაა, უბრალოდ, ბევრმა არ იცის, როგორ უნდა გაკეთდეს ეს სწორად, ანუ ისე, რომ არც წონა „გაექცეს“ და არც სხვა ტიპის ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას, ამბობს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დიეტოლოგი ირინა ბერეჟნაია რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ადამიანების დიდი ნაწილი ირწმუნება, რომ ნერვული დაძაბულობის დროს მდგომარეობა უმსუბუქდებათ, თუ რაღაც გემრიელს მიირთმევენ. და ეს მიდგომა ნორმალურია, თუ საკვების რაოდენობა მთელი ტორტი ან ერთი ვედრო ნაყინი არ იქნება.
ამასთან, დიეტოლოგის თქმით, ეს უნდა იყოს არა უბრალოდ რაღაც საჭმელი, არამედ საყვარელი პროდუქტი.
„ისეთი პროდუქტები უნდა აირჩიოთ, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ. მაგალითად, თუ ნამცხვარი გიყვართ, შეგიძლიათ პატარა ნაჭერი მიირთვათ და გუნებაც გამოგიკეთდებათ. ერთადერთი, რაც აუცილებლად უნდა გააცნობიეროთ, ისაა, რომ ეს ყოველდღიურ ჩვევად კი არ უნდა აქციოთ, არამედ კონკრეტულ ვითარებაში სიამოვნებისთვის უნდა გააკეთოთ“, — ამბობს სპეციალისტი.
ამასთან დიეტოლოგი ხაზს უსვამს, რომ სტრესულ სიტუაციებში საყვარელი საკვების მიღება პრობლემას არც მთლიანად აღმოფხვრის და არც ნაწილობრივ — ის მხოლოდ დროებით ამსუბუქებს მდგომარეობას. ამიტომ მარტო საკვების მეშვეობით, თუნდაც ძალიან სწორად იკვებებოდეთ, სტრესს თავს ვერ დააღწევთ.
ბერეჟნაიას თქმით, აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქმეს ვერც ამ „წამლის“ დოზის გაზრდა უშველის. ხოლო თუ საქმე ტკბილეულს ეხება, პირიქით, ეს არა მარტო უსარგებლოა სტრესის მოსახსნელად, არამედ, საზიანოც კი, ვინაიდან ეს ძველ პრობლემებს ახალს დაუმატებს და სტრესი შეიძლება ქრონიკულ მდგომარეობაში გადაიზარდოს.