საქართველოში კონტარაბანდული ოქროსა და ვერცხლის სამკაულების შემოტანა სცადეს

© photo: Sputnik / Stringerოქროს და ვერცხლის ნაკეთობები
ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2024
გამოწერა
აღმოჩენილი არადეკლარირებული ოქროს ნივთების წონა 131,56 გრამია, ვერცხლის ნივთების კი 194,78 გრამი.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
არადეკლარირებული ოქროსა (წონა - 131,56 გრამი) და ვერცხლის (წონა - 194,78 გრამი) საიუველირო ნაკეთობები ბებაჟე-ოფიცრებმა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14.429,74 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჯამში 14.429,74 ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდათ.
ყველა ახალი ამბავი
0