რატომ დარჩება მაღალი გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის - „ქართული ოცნების" პასუხი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2024
გამოწერა
საქართველოს პარლამენტში მოხვდებიან ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების სულ ცოტა 5%-ს მიიღებენ.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. მაღალი გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის გამორიცხავს რადიკალური ჯგუფების კონცენტრაციას პარლამენტში მინიმალური მხარდაჭერით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 2020 წელს პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 3% იყო, მაგრამ თავად არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა - პარტიებისთვის ხმის მიცემით პარლამენტში 150-დან მხოლოდ 78 დეპუტატი მოხვდა. დანარჩენები მოსახლეობამ პირდაპირ აირჩია.
„არ უნდა იყოს ისეთი ბარიერი, რაც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს მისცემს გადაჭარბებული ძალების კონცეტრაციის შესაძლებლობას, საჭიროა ბალანსი. 5-პროცენტიანი ბარიერი უზრუნველყოფს იმას, რომ არ მოხდეს რადიკალური ჯგუფების კონცენტრაცია პარლამენტში მინიმალური მხარდაჭერით", - განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, მაღალი გამსვლელი ბარიერი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებსა და მიდგომებს.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამასთან, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" სხვა პარტიებთან შედარებით უპირატესობას ინარჩუნებს.
საპარლამენტო არჩევნები-2024: ცესკომ პარტიებს რეგისტრაციის წესები შეახსენა>>
ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიებში შესაძლო კოალიციისა და თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დააანონსეს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაც, რომლებიც გამოკითხვებში ჯერ არ არიან ასახული.
პარტიული სპექტრის სრული სურათი, რომლებიც 2024 წლის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, აგვისტოსთვის იქნება სრულად ჩამოყალიბებული, როდესაც პარტიები არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე განაცხადების შეტანის პროცესს დაასრულებენ.
ყველა ახალი ამბავი
0