ქართველი მოციგურავეები ევროპის ჩემპიონატზე ლიდერობენ

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsმოციგურავე
მოციგურავე - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2024
გამოწერა
მეტელკინამ და ბერულავამ მოკლე პროგრამის შემდეგ 71,30 ქულა დააგროვეს.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ლიეტუვის კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებს შორის მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ პირველი ადგილი დაიკავეს.
კაუნასი ევროპის ჩემპიონატს 10-14 იანვარს მასპინძლობს. პირველად ტურნირზე საქართველოს წარმოადგენს მოციგურავეების, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი. რუს სპორტსმენებს შეჯიბრებებში მოციგურავეების საერთაშორისო კავშირის (ISU) ეგიდით მონაწილეობა აკრძალული აქვთ.
მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინამ და ბერულავამ 71,30 ქულა დააგროვეს: 40,27 - ტექნიკური ელემენტებისთვის, 31,03 - პროგრამული კომპონენტებისთვის, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და ამ შედეგით ქართული წყვილი პირველ ადგილზეა.
© photo: Sputnik / Владимир Песня / გადასვლა მედიაბანკშიალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა
Алина Бутаева и Лука Берулава (Грузия) выступают с произвольной программой в парном катании на чемпионате мира по фигурному катанию среди юниоров в Таллин - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2024
ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა
მეორე პოზიციაზეა ფაბიენ ხასესა და ნიკიტა ვოლოდინას გერმანული წყვილი (69,63) და მესამეზე იტალიური ლუკრეცია ბეკარისა და მატეო გუარიზეს წყვილი (67,05).
სპორტული წყვილები თავისუფალი პროგრამით 11 იანვარს თბილისის დროით 22:00 საათზე გამოვლენ. ამავე დღეს მოკლე პროგრამით გამოვა ანასტასია გუბანოვა.
რაც შეეხება ქართველ მოციგურავეს ნიკა ეგაძეს, მან მოკლე პროგრამაში 77,00 ქულა დააგროვა და მეათე ადგილზეა. ის თავისუფალი პროგრამით 12 იანვარს გამოვა.
ყველა ახალი ამბავი
0