პუტინი რუსული წარმოების დრონებით კმაყოფილია

© photo: Sputnik / Pavel Bedniakov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2024
გამოწერა
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. რუსეთის არმია ეფექტურად იყენებს რუსული წარმოების დრონებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოლქის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაბაროვსკში.
„პროდუქცია, რომელსაც თქვენ და თქვენი კოლეგები აწარმოებთ, როგორც ყველამ იცის, უკიდურესად მოთხოვნადია: როგორც მოიერიშე, ისე სადაზვერვო დრონები. და ისინი ძალიან ეფექტურად გამოიყენება", — თქვა მან.
ამასთან პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ 1 იანვარს ფრონტის სხვადასხვა უბნების ჯარისკაცებს შეხვდა, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ დრონებზე მუშაობს. რუსეთის ლიდერის თქმით, ეს სამხედრო ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს რუსული უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობებსა და მუშაობას.
როგორც პუტინმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ, დრონების შემუშავების საქმეში რუსეთი მოწინააღმდეგეს უსწრებდეს, ვინაიდან ეს ომის ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ პრეზიდენტს უთხრა, რომ დრონებზე შემდგომი მუშაობისთვის კვლევითი და საწარმოო ცენტრია აუცილებელი. პუტინი დაჰპირდა მას, რომ ამ საკითხს მთავრობის წარმომადგენლებთან განიხილავს.
ყველა ახალი ამბავი
0