ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

© Roads Department of Georgiaგზის გაწმენდა
გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2024
გამოწერა
ავტოტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვა უამინდობის გამო გახდა საჭირო.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, აღნიშნულ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ: ინტენსიური თოვის, ნისლის და შეზღუდული ხილვადობის გამო აიკრძალა.
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი საგრძნობლად გაუარესდა.
ყველა ახალი ამბავი
0