მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დადგინდა, ვინ უფრო უთანაგრძნობს ღარიბებს: გამდიდრებული ღარიბები თუ დაბადებიდან მდიდრები

  - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2024
გამოწერა
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. მოლოდინების საპირისპიროდ, ადამიანები, რომლებიც სიღარიბეში დაიბადნენ და საკუთარი ძალისხმევებით მიაღწიეს მაღალ სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს, გაცილებით ნაკლებად უთანაგრძნობენ ღარიბების მძიმე მდგომარეობას, ვიდრე ისინი, ვინც იმთავითვე სიმდიდრეში დაიბადა, აცხადებენ კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) სოცილოგები, რომელთა კვლევაც ჟურნალ Social Psychological and Personality Science-შია გამოქვეყნებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დასკვნამდე მისვლამდე მეცნიერებმა კვლევების სერია ჩაატარეს, რომელშიც თითქმის 2.5 ათასი მოხალისე იღებდა მონაწილეობას.
პირველი ორი კვლევის დროს სოციოლოგები მონაწილეებს ეკითხებოდნენ, მათი აზრით, ვინ ეპყრობა ღარიბ ადამიანებს მეტი თანაგრძნობითა და გაგებით: საზოგადოების დაბალი ფენის წარმომადგენლები, რომლებიც შემდგომში გამდიდრდნენ, თუ მდიდარ ოჯახებში დაბადებულები? ამასთან აღინიშნებოდა, რომ ამ ორივე ჯგუფის შეძლებული ადამიანები უბრალოდ კი არ ტკბებოდნენ საკუთარი მილიონებით, არამედ გამუდმებით დაუღალავად შრომობდნენ.
როგორც აღმოჩნდა, გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ გაჭირვებული ადამიანების მიმართ თანაგრძნობას უფრო ისინი იჩენენ, ვისაც თავის დროზე თავადაც მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი, და არა ისინი, ვისაც სიღარიბე საკუთარ თავზე არადროს გამოუცდია.
„აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანები გამდიდრებულებს უფრო ზნეობრივებად, თბილებად და კომპეტენტურებად მიიჩნევდენ, ვიდრე მდიდრებად დაბადებულებს. ამასთან გამდიდრებულები უფრო მოსწონდათ, ვიდრე მდიდრებად დაბადებულები — ისინი მეტად სანდოებად მიაჩნდათ და აღნიშნავდნენ, რომ უფრო იმსახურებდნენ იმ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც ჰქონდათ“, — ნათქვამია კვლევაში.
კვლევების მეორე სერიაში მეცნიერებმა უკვე ახლად გამდიდრებულები და მდიდრებად დაბადებულები ჩართეს. ფსიქოლოგები მათ ეკითხებოდნენ, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ღარიბი თანამოქალაქეების მიმართ.
აღმოჩნდა, რომ:
ისინი, ვინც გაჭირვებულ ოჯახებში იყვნენ დაბადებულები და დიდძალი ქონება საკუთარი ძალებით ჰქონდათ მოპოვებული, მიიჩნევდნენ, რომ სოციალურ კიბეზე აღმასვლა არც ისე რთულია. ამიტომ მათ მიმართ, ვინც ამას ვერ აკეთებს, ნაკლებ თანაგრძნობას ავლენდნენ;
ხოლო ისინი, ვინც იმთავითვე შეძლებულ ოჯახებში იყვნენ დაბადებული, მიიჩნევდნენ, რომ სოციალურ კიბეზე აღმასვლა არც ისე იოლია, და ამიტომ უფრო მეტ თანაგრძნობას ავლენდნენ ღარიბების მიმართ.
ამრიგად, მკვლევარებმი ასკვნიან, რომ ჩვენი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ყოფილ ღარიბებს კარგად ესმით, რა არის გაჭირვება, და მზად არიან დაეხმარონ მათ, ვისაც ცხოვრებაში მათსავით არ გაუმართლა, ხშირად მცდარია.
ყველა ახალი ამბავი
0