https://sputnik-georgia.com/20240111/cementis-bazarze-dempingis-faqti-ar-dadasturda-285567782.html
კონკურენციის სააგენტო: ცემენტის ბაზარზე დემპინგის ფაქტი არ დადასტურდა
კონკურენციის სააგენტო: ცემენტის ბაზარზე დემპინგის ფაქტი არ დადასტურდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ადგილობრივი ბაზრის მონიტორინგმა სამშენებლო ცემენტის ბაზარზე დემპინგის ფაქტი არ გამოავლინა, ნათქვამია საქართველოს კონკურენციისა... 11.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-11T11:46+0400
2024-01-11T11:46+0400
2024-01-11T11:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24608/67/246086781_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_e949e6c260c346061542adb81fc48ef9.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ადგილობრივი ბაზრის მონიტორინგმა სამშენებლო ცემენტის ბაზარზე დემპინგის ფაქტი არ გამოავლინა, ნათქვამია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დასკვნაში.მანამდე სააგენტომ სამშენებლო ცემენტის ადგილობრივი ინდუსტრიის სექტორული მონიტორინგი განხორციელა, რასაც ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ პერიოდულად ახორციელებს სხვადასხვა სასაქონლო ბაზარზე.ამჯერად მონიტორინგის ობიექტად სავაჭრო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი — სამშენებლო ცემენტის (პორტლანდცემენტი) წარმოება შეირჩა.საქართველოს მთავრობამ „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ზომების შესახებ“ კანონპროექტი 2019 წლის ივლისში დაამტკიცა. მისი მიზანია ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა დემპინგირებული იმპორტისგან. ცოტა მოგვიანებით კონკურენციის სააგენტოში ანტიდემპინგური დეპარტამენტი ამუშავდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24608/67/246086781_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_182a083518395128d716d012376e5b11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, ეკონომიკა
კონკურენციის სააგენტო: ცემენტის ბაზარზე დემპინგის ფაქტი არ დადასტურდა
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ადგილობრივი ბაზრის მონიტორინგმა სამშენებლო ცემენტის ბაზარზე
დემპინგის ფაქტი არ გამოავლინა, ნათქვამია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს
დასკვნაში.
მანამდე სააგენტომ სამშენებლო ცემენტის ადგილობრივი ინდუსტრიის სექტორული მონიტორინგი განხორციელა, რასაც ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ პერიოდულად ახორციელებს სხვადასხვა სასაქონლო ბაზარზე.
ამჯერად მონიტორინგის ობიექტად სავაჭრო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი — სამშენებლო ცემენტის (პორტლანდცემენტი) წარმოება შეირჩა.
„სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მონაცემების მიხედვით, ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარების ზოგადი დადებითი ტენდენცია იკვეთება, თუმცა არსებობს იმპორტის (როგორც საბოლოო პროდუქტის, ასევე კლინკერის შემთხვევაში) ჩანაცვლების მნიშვნელოვანი არეალი, რომლის მიღწევისთვის საჭირო ადგილობრივი ინდუსტრიის კონკურენტული უპირატესობის გამოვლინებები ამ ეტაპზე სააგენტოს ხელთ არსებული მონაცემებით არ იკვეთება“, — აცხადებს სააგენტო.
საქართველოს მთავრობამ „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ზომების შესახებ“ კანონპროექტი 2019 წლის ივლისში დაამტკიცა. მისი მიზანია ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა დემპინგირებული იმპორტისგან. ცოტა მოგვიანებით კონკურენციის სააგენტოში ანტიდემპინგური დეპარტამენტი ამუშავდა.