ბოლნისში მოზარდების დაღუპვის საქმე: ბრალი ორ მძღოლს წარედგინა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2024
გამოწერა
დაღუპული მოზარდები ძმები იყვნენ
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ბოლნისის რაიონში ორი მოზარდის დაღუპვის საქმეზე ბრალდება ერთბაშად ორ მძღოლს წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
ავტოსაგზაო შემთხვევა 8 იანვარს მოხდა. მოზარდები ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპნენ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ „მერსედესის" და „ოპელის“ მარკის ავტომანქანების მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა, დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახნენ ერთმანეთს, რის გამოც ერთ-ერთი ავტომანქანა გადავიდა საავტომობილო გზის გვერდულზე, სადაც ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად მოზარდები ადგილზევე დაიღუპნენ.
ორივე მძღოლი დაკავებულია. მათ ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მედიის ინფორმაციით, დაღუპული მოზარდები ძმები იყვნენ.
ყველა ახალი ამბავი
0