თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა

© courtesy of Roads Department of Georgiaგზის გაწმენდა
გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2024
გამოწერა
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
კერძოდ, მიწის მასა ძლიერი წვიმის შედეგად აღნიშნული საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა.
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა.
ყველა ახალი ამბავი
0