TasteAtlas: თბილისი განსაკუთრებული კერძების მქონე ქალაქების სიაში მოხვდა

© photo: Sputnikგაშლილი სუფრა რესტორანში
გაშლილი სუფრა რესტორანში - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2024
გამოწერა
თბილისმა გაუსწრო ისეთ ცნობილ ქალაქებს, როგორებიცაა ფლორენცია, სინგაპური, მადრიდი, ნიუ-იორკი, სტამბოლი და სხვ.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. TasteAtlas-ის ვერსიით, თბილისმა განსაკუთრებული კერძების რეიტინგში მსოფლიოს 100 ქალაქს შორის მე-17 ადგილი დაიკავა.
TasteAtlas არის გემოების ენციკლოპედია, მთელი მსოფლიოს ტრადიციული კერძების მსოფლიო ატლასი. კატალოგში უკვე შეტანილია 10 ათასზე მეტი კერძი და სასმელი.
თბილისმა გაუსწრო ისეთ ცნობილ ქალაქებს, როგორებიცაა ფლორენცია, სინგაპური, მადრიდი, ნიუ-იორკი, სტამბოლი, ბრიუსელი, რიო-დე-ჟანეირო, მილანი, პრაღა.
განსაკუთრებული კერძების მქონე ქალაქების ხუთეულში მოხვდა რომი, ბოლონია, ნეაპოლი, ვენა, ტოკიო.
ყველაზე გავრცელებული კერძები, რომლითაც არა მარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო უმასპინძლდება თავის სტუმრებს, არის ხაჭაპური, ხინკალი, ფხალი, ხარჩო, ჩახოხბილი, ჩაქაფული, მჭადი, ღომი სულგუნით, ჩურჩხელა და მრავალი სხვა.
ყველა ახალი ამბავი
0