https://sputnik-georgia.com/20240110/saakasvilis-sasamartlo-21-tebervals-gadaitanes-285559602.html
სააკაშვილის სასამართლო 21 თებერვლისთვის გადაიდო
სააკაშვილის სასამართლო 21 თებერვლისთვის გადაიდო
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტმა პროცესში მონაწილეობაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი განაცხადა. 10.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-10T16:32+0400
2024-01-10T16:32+0400
2024-01-10T16:32+0400
მიხეილ სააკაშვილი
გახმაურებული სასამართლო პროცესები
თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280825011_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_c454a1053cda83db87acf07d40b3f98e.jpg
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა 8,8 მლნ ლარზე მეტი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეზე 21 თებერვლისთვის გადაიდო - მთავარმა ბრალდებულმა პროცესზე დასწრებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უარი თქვა. როგორც საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ბრალდებულს პროცესში მონაწილეობა შესთავაზეს დარბაზში დასწრებით ან დისტანციური ფორმით, რაზეც სააკაშვილმა უარი თქვა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, გამოცხადებული მოწმის დაკითხვაზე ორივე მხარე უნდა იყოს თანახმა. ერთი მხარე თუ წინააღმდეგია და მეორე ითხოვს დაკითხვას, ასეთ დროს მოწმე ვერ დაიკითხება. სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280825011_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_8fdba19b8bccf4318649ecf107ef92b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის სასამართლო 21 თებერვლისთვის გადაიდო
ექს-პრეზიდენტმა პროცესში მონაწილეობაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი განაცხადა.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა 8,8 მლნ ლარზე მეტი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეზე 21 თებერვლისთვის გადაიდო - მთავარმა ბრალდებულმა პროცესზე დასწრებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უარი თქვა.
როგორც საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ბრალდებულს პროცესში მონაწილეობა შესთავაზეს დარბაზში დასწრებით ან დისტანციური ფორმით, რაზეც სააკაშვილმა უარი თქვა.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, გამოცხადებული მოწმის დაკითხვაზე ორივე მხარე უნდა იყოს თანახმა. ერთი მხარე თუ წინააღმდეგია და მეორე ითხოვს დაკითხვას, ასეთ დროს მოწმე ვერ დაიკითხება.
„ეს გაუგებრობა აღმოვფხვრათ იმით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბრალდებულის პროცესში უშუალო მონაწილეობა ან მისი ნება იყოს მკაფიოდ გარკვეული. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად დღევანდელი სხდომა გადავდოთ და გამოცხადებული მოწმე შემდეგ პროცესზე დავკითხოთ. შემდეგი სხდომა გაიმართება 21 თებერვალს, 11:00 საათზე. დღევანდელი სხდომა ამით დასრულებულია", - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.