მიმოხილვა: რატომაა შეუძლებელი რუსული „ქარიშხლის" ჩაჭერა

  - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2024
გამოწერა
რუსეთს შორი რადიუსის ზეზუსტი იარაღის მნიშვნელოვანი არსენალი აქვს, რომელის მოიცავს ქვებგერით, ზებგერით და ჰიპერბგერით საჰაერო და საზღვაო რაკეტებს.
უკრაინის ოპერაციების თეატრში განსაკუთრებით გამოირჩევა უნივერსალური სარაკეტო სისტემა Х-32, რომელსაც 100%-იანი ეფექტურობით შეუძლია დაარტყას წყალზედა და სახმელეთო სამიზნეებს.
2022 წლის ნოემბრიდან შორი მანძილის ბომბდამშენი ტუ-22M3-ები აქტიურად მოქმედებენ სპეცოპერაციის ზონაში ზებგერითი და უძლეველი X-32-ებით. უკრაინის სარდლობა რეგულარულად უჩივის ფრთოსანი რაკეტა X-32 „ქარიშხლის“ უფრო ადრინდელ მოდიფიკაციებსაც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა იური იგნატმა 2024 წლის დადგომამდე განაცხადა, რომ რუსეთმა დაახლოებით 300 Х-22 და Х-32 გამოიყენა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვას არცერთი მათგანი არ ჩაუჭერია: „რაკეტა Х-22-ის ჩამოგდება იმ საშუალებებით, რაც არსენალში გვაქვს, შეუძლებელია“.
ეს აღიარება პარადოქსულია, რადგან კიევში პერიოდულად თხზავენ ზღაპრებს ჩამოგდებული ჰიპერბგერითი „კინჟალების“ შესახებ.
შევნიშნავთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის (და ნატოსთვისაც) დაუძლეველი Х-22M-ის სიჩქარე საათში 4000 კმ-მდეა, Х-32-ისა —საათში 5000 კმ-ზე მეტი, ხოლო ჰიპერბგერითი სიჩქარე საათში 6150 კმ-დან იწყება. რუსული ჰიპერბგერითი რაკეტები გავარვარებული პლაზმის ღრუბელში დაფრინავენ, რომელიც მათ მოწინააღმდეგის რადარებისა და რაკეტებისგან ფარავს. ამიტომ კიევის ზღაპრები ნაკლებად განათლებული დასავლელი სპონსორებისთვის და უბრალო უკრაინელებისთვისაა განკუთვნილი.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების არსენალი საკმაოდ თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემებით — NASAMS, IRIS-T, Crotale-NG-ითა და მითოლოგიზებული Patriot-ებით შეავსეს, მაგრამ რუსული X-22-ისა და X-32-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერერთი მათგანი ვერ ეხმარება.
ნატოს ხსენებული საჰაერო თავდაცვის სისტემების რამდენიმე ბატარეა პოზიციებზე 2023 წელს განადგურდა — ანუ მათ საკუთარი თავის დაცვაც კი ვერ შეძლეს რუსული ზებგერითი „ქარიშხლისგან“.

ჰიპერბგერის მიჯნაზე

რუსული ფრთოსანი რაკეტა X-32 ექსპლუატაციაში 2016 წელს შევიდა.
X-22N-სა და X-22NA-ს მოდიფიკაციები უკვე იყო აღჭურვილი ინერციული სანავიგაციო სისტემით მარშრუტის რელიეფის შესაბამისად კორექტირებისთვის. მერე კი ციფრული ტექნოლოგიების ერა დადგა.
ახალმა X-32-მა განახლებული ძრავა მიიღო გაზრდილი წევით, ციფრული გამოთვლითი სისტემით, აქტიურ-პასიური რადარით, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებითა და საწვავის უფრო დიდი ავზებით. ამასთან შეინარჩუნა ძველი გაბარიტები: სიგრძე — 12 მ. ფრთების განშლა — 3 მ.
რაკეტის სასტარტო მასა 5780 კგ-ია, ქობინის წონა — 630 კგ. X-32-ის გაშვების დიაპაზონი 1000 კმ-მდეა, ფრენის მაქსიმალური სიმაღლე კი 40 კმ. თანაც ეს ფრთოსანი რაკეტა თავდასხმას სტრატოსფეროდან ახორციელებს საათში 5400 კმ-მდე სიჩქარით.
X-32-ის მთავარი დანიშნულებაა წყალზედა ხომალდების და ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფების განადგურება. რაკეტის დიაპაზონი, მაღალი სიზუსტე და თითქმის ჰიპერბგერითი სიჩქარე სამიზნეების გარანტირებულად განადგურებს დის შესაძლებელს. ამავდროულად X-32-ის ტექნოლოგიური ბრწყინვალება და მრავალფეროვნება მცირე სახმელეთო სამიზნეების ეფექტურად განადგურებასაც შესაძლებელს ხდის.
რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მასიური საახალწლო თავდასხმების შემდეგ უკრაინის სამხედრო ობიექტებზე და უკრაინის სამხედრო ქარხნებზე, მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ისტერიკაში ჩავარდა და ეს ვერც უმაღლეს რადაში გამოსვლისას დამალა.
შიშს დიდი თვალები აქვს — კიეველმა დიქტატორმა ზელენსკიმ ამერიკელ ბა ტონებს „პატრიოტების“ 20 ბატარეა მოსთხოვა, მაგრამ ასეთი რაოდენობის შეგროვება ნატოს ყველა ქვეყანაშიც კი შეუძლებელია.
თუ უკრაინის საჰაერო თავდაცვას სპეცოპერაციის დაწყებიდან არცერთი X-22 არ ჩამოუგდია ნატოს თანამედროვე საზენიტო სარაკეტო სისტემებით, დასავლელ მეიარაღეებს არაფერი ექნებათ ახალი რუსული X-32-თან დასაპირისპირებლად.
ტექნოლოგიური ჩამორჩენა აშკარაა. რუსეთმა კი ახალ წელს მასიური სარაკეტო თავდასხმები გააძლიერა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურასა და შეიარაღებული ძალების ობიექტებზე. უკრაინის არმიისთვის დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემების ახალი მიწოდებები მხოლოდ გაახანგრძლივებს კიევის რეჟიმის აგონიას და ამასთან შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა ქვეყნების სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის რეპუტაციასაც ბოლომდე გაანადგურებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0