https://sputnik-georgia.com/20240110/pirs-romelmac-marneulsi-zarlze-sastikad-izalada-patimroba-seefarda-285564736.html
პირს, რომელმაც მარნეულში ძაღლზე სასტიკად იძალადა, პატიმრობა შეეფარდა
პირს, რომელმაც მარნეულში ძაღლზე სასტიკად იძალადა, პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. 10.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-10T22:02+0400
2024-01-10T22:02+0400
2024-01-10T22:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
თბილისის საქალაქო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_58da268dac1f08c286879a90833de761.jpg
თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. მარნეულში ძაღლზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება „პირველი არხი“.სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმეზე მორიგი პროცესი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 28 თებერვლისთვის ჩაინიშნა.ძაღლზე ძალადობის ვიდეოკადრები სოციალური ქსელით ორი დღის წინ გავრცელდა. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩაღანში მოხდა. ვიდეოში ჩანს, რომ კაცი ცხოველს სასტიკად სცემს ჯოხით.ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, მარნეულის პოლიციის სამმართველოსთან მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები შეიკრიბნენ. ისინი ძაღლზე ძალადობაში ბრალდებული პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვდნენ.მარნეულის პოლიციის უფროსის, გიორგი ნავროზაშვილის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ძაღლი ვერ იპოვეს, მოწმეთა გამოკითხვით ირკვევა, რომ ცხოველი მოკვდა. შემთხვევა დეკემბერში მოხდა.მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9a8ca95f4f1dcbf16b947626b9bb6146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო
პირს, რომელმაც მარნეულში ძაღლზე სასტიკად იძალადა, პატიმრობა შეეფარდა
ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. მარნეულში ძაღლზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმეზე მორიგი პროცესი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 28 თებერვლისთვის ჩაინიშნა.
ძაღლზე ძალადობის ვიდეოკადრები სოციალური ქსელით ორი დღის წინ გავრცელდა. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩაღანში მოხდა. ვიდეოში ჩანს, რომ კაცი ცხოველს სასტიკად სცემს ჯოხით.
ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, მარნეულის პოლიციის სამმართველოსთან მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები შეიკრიბნენ. ისინი ძაღლზე ძალადობაში ბრალდებული პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვდნენ.
მარნეულის პოლიციის უფროსის, გიორგი ნავროზაშვილის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ძაღლი ვერ იპოვეს, მოწმეთა გამოკითხვით ირკვევა, რომ ცხოველი მოკვდა. შემთხვევა დეკემბერში მოხდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.