https://sputnik-georgia.com/20240110/marvizaris-romeli-signali-arrvevs-tvinis-musaobas-285551050.html
მეცნიერებმა დაადგინეს, მაღვიძარის რომელი სიგნალი არღვევს ტვინის მუშაობას
მეცნიერებმა დაადგინეს, მაღვიძარის რომელი სიგნალი არღვევს ტვინის მუშაობას
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. მაღვიძარის ხმის ტიპი ამცირებს ძილის ინერციის შედეგს, რომელიც გაღვიძებიდან რამდენიმე საათში დგება და ადამიანის აქტიურობას... 10.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-10T16:00+0400
2024-01-10T16:00+0400
2024-01-10T16:00+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები
ფაქტები ადამიანის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0a/285550697_0:63:1200:738_1920x0_80_0_0_dd797ea5ec773bef59c0463481fad9f5.jpg
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. მაღვიძარის ხმის ტიპი ამცირებს ძილის ინერციის შედეგს, რომელიც გაღვიძებიდან რამდენიმე საათში დგება და ადამიანის აქტიურობას პოტენციურად სახიფათოდ აქვეითებს, აცხადებენ მელბურნელი (ავსტრალია) მეცნიერები.მათი თქმით, მაღვიძარის მელოდიური ზარი ადამიანს უფრო სწრაფად აღვიძებს და ამასთან ის უფრო მხნედ გრძნობს თავს.მკვლევარები ამ დასკვნამდე მეცნიერული ექსპერიმენტის საფუძველზე მივიდნენ, რომელშიც 50 ადამიანი მონაწილეობდა.მოხალისეები სპეციალურად შემუშავებული ონლაინ-გამოკითხვის მეშვეობით აფიქსირებდნენ, როგორ გრძნობდნენ თავს მაღვიძარის ამა თუ იმ მელოდიაზე გაღვიძების შემთხვევაში – მხნედ, ბურანში თუ სხვაგვარად.დაკვირვებებმა აჩვენა, რომ სიგნალის სიმძლავრე, ხანგრძლივობა და სხვა პარამეტრები გაღვიძების ხარისხზე გავლენას პრაქტიკულად არ ახდენდა, ხმოვანი სიგნალის ტიპი კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ექსპერიმენტის მონაწილეების თვითშეგრძნებას.მაგალითად, ცდის იმ მონაწილეებს, რომელთა მაღვიძარაც ხმამაღალ და მკვეთრ ბგერებს კი არ გამოსცემდა, არამედ რაიმე მელოდიას უკრავდა, იშვიათად უჭირდათ გამოფხიზლება. ამასთან, მეცნიერების თქმით, რაც უფრო მელოდიური იყო სიგნალი, მით უფრო მკვეთრად იყო გამოხატული მხნე მდგომარეობა.კვლევის თანაავტორის, ასოცირებული პროფესორის ადრიან დაიერის აზრით, მაღვიძარის არაბუნებრივი და მკვეთრი სიგნალები გაღვიძების მომენტში არღვევს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც ნეგატიურად აისახება ადამიანის განწყობაზე.მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ დამატებითი კვლევებით შეძლებენ დაადგინონ ისეთი მელოდია მაღვიძარისთვის, რომელიც ბევრად ხარისხიან გაღვიძებას უზრუნველყოფს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0a/285550697_67:0:1134:800_1920x0_80_0_0_d7566727032a97ce8e65cf501c4477fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები , ფაქტები ადამიანის შესახებ
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები , ფაქტები ადამიანის შესახებ
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. მაღვიძარის ხმის ტიპი ამცირებს ძილის ინერციის შედეგს, რომელიც გაღვიძებიდან რამდენიმე საათში დგება და ადამიანის აქტიურობას პოტენციურად სახიფათოდ აქვეითებს,
აცხადებენ მელბურნელი (ავსტრალია) მეცნიერები.
მათი თქმით, მაღვიძარის მელოდიური ზარი ადამიანს უფრო სწრაფად აღვიძებს და ამასთან ის უფრო მხნედ გრძნობს თავს.
მკვლევარები ამ დასკვნამდე მეცნიერული ექსპერიმენტის საფუძველზე მივიდნენ, რომელშიც 50 ადამიანი მონაწილეობდა.
მოხალისეები სპეციალურად შემუშავებული ონლაინ-გამოკითხვის მეშვეობით აფიქსირებდნენ, როგორ გრძნობდნენ თავს მაღვიძარის ამა თუ იმ მელოდიაზე გაღვიძების შემთხვევაში – მხნედ, ბურანში თუ სხვაგვარად.
დაკვირვებებმა აჩვენა, რომ სიგნალის სიმძლავრე, ხანგრძლივობა და სხვა პარამეტრები გაღვიძების ხარისხზე გავლენას პრაქტიკულად არ ახდენდა, ხმოვანი სიგნალის ტიპი კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ექსპერიმენტის მონაწილეების თვითშეგრძნებას.
მაგალითად, ცდის იმ მონაწილეებს, რომელთა მაღვიძარაც ხმამაღალ და მკვეთრ ბგერებს კი არ გამოსცემდა, არამედ რაიმე მელოდიას უკრავდა, იშვიათად უჭირდათ გამოფხიზლება. ამასთან, მეცნიერების თქმით, რაც უფრო მელოდიური იყო სიგნალი, მით უფრო მკვეთრად იყო გამოხატული მხნე მდგომარეობა.
„ჩვენ ვვარაუდობდით, რომ მაღვიძარის კლასიკური, მკვეთრი წრიპინი უფრო სწრაფად და ეფექტურად გააღვიძებდა ადამიანს, მაგრამ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მელოდიური ჟღერადობა ამ მხრივ უფრო ეფექტური იყო. ეს დიდი მოულოდნელობაა“, — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა სტიუარტ მაკფარლეინმა.
კვლევის თანაავტორის, ასოცირებული პროფესორის ადრიან დაიერის აზრით, მაღვიძარის არაბუნებრივი და მკვეთრი სიგნალები გაღვიძების მომენტში არღვევს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც ნეგატიურად აისახება ადამიანის განწყობაზე.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ დამატებითი კვლევებით შეძლებენ დაადგინონ ისეთი მელოდია მაღვიძარისთვის, რომელიც ბევრად ხარისხიან გაღვიძებას უზრუნველყოფს.