მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფრანგი ექსპერტი: მაკრონი ატალს პრეზიდენტად ამზადებს

CC BY-SA 2.0 / Jeremy Barande / Gabriel Attalგაბრიელ ატალი
გაბრიელ ატალი - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2024
გამოწერა
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ემანუელ მაკრონმა გაბრიელ ატალი პრემიერ-მინისტრად იმის გამო დანიშნა, რომ მას ყოფილი პრემიერის, ედუარდ ფილიპისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა არატრადიციულმა ორიენტაციამ შეიძლება ხელი შეუშალოს ატალს გამარჯვებაში, განუცხადა „რია ნოვოსტის“ საფრანგეთის პოლიტიკურ კვლევათა ცენტრის (Sciences Po) ექსპერტმა ალენ პოლიკარმა.
მისი თქმით, მაკრონის სტრატეგია — ეს ედუარდ ფილიპისთვის ხელის შეშლაა, რომელსაც ფრანგები ყველა გამოკითხვაში პრეზიდენტობის ყველაზე სავარაუდო კანდიდატად ასახელებენ და რომელთანაც მაკრონს ნამდვილი განხეთქილება მოუვიდა. ატალი კი საუკეთესო კოზირია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის.
„მაკრონმა აირჩია მეგობარი, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, ჩრდილში რჩება, ვინაიდან ეს მაკრონმა მისცა ატალს უფლება, გამოჩენილიყო პოლიტიკურ ასპარეზზე. ის ვალშია მაკრონთან და მასაც, ალბათ, სჯერა, რომ ატალი ბოლომდე მისი ერთგული დარჩება და შეძლებს, რომ ავტორიტეტული კანდიდატი გახდეს საპრეზიდენტო არჩევნებში“, — მიაჩნია პოლიკარს.
ამასთან ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ატალს პრეზიდენტად არჩევაში ხელი ახალგაზრდა ასაკმაც შეუშალოს და სექსუალურმა ორიენტაციამაც, რასაც ის არ მალავს.
„ატალი პირველი პოლიტიკოსია ქვეყნის სათავეში, რომელიც თავის არატრადიციულ ორიენტაციას არ მალავს. ეს შეიძლება დაბრკოლებად ექცეს ელისეს სასახლისკენ მიმავალ გზაზე. საფრანგეთს არ ეყოლება მადამ ატალი, მაშინ როცა ქვეყანას ყოველთვის ჰყავდა პირველი ქალბატონი. დარწმუნებული არ ვარ, რომ ფრანგები საკმარისად გახსნილები არიან ამის მისაღებად“, — დასძინა პოლიკარმა.
ამასთან ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ მანამდე არ ყოფილა პრეცედენტი, რომ მოქმედ პრემიერს არჩევნებში მოეგოს.
34 წლის გაბრიელ ატალი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად 9 იანვარს დაინიშნა და მინისტრთა კაბინეტის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი გახდა ქვეყნის ისტორიაში. ატალმა პოსტი მისი წინამორბედის, ელიზაბეტ ბორნის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაიკავა. ახლა მან პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს.
ყველა ახალი ამბავი
0