https://sputnik-georgia.com/20240110/kalaze-tbilisis-2024-wlis-biujeti-2-miliard-laramde-gaxdeba-285561845.html
კალაძე: თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 2 მლრდ ლარამდე გახდება
კალაძე: თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 2 მლრდ ლარამდე გახდება
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობაზე 542,4 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება. 10.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-10T19:33+0400
2024-01-10T19:33+0400
2024-01-10T19:33+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272078277_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_01ee602a7876977bd444296b26c8dbd5.jpg
თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოყოლილი თანხები და დამატებითი შემოსავლები 2024 წლის ბიუჯეტში მთლიანად აისახება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის გასული წლის ბიუჯეტი 95%-მდე, ხოლო საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით არის შესრულებულიკალაძის განმარტებით, 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც 1 მილიარდ 763 მილიონი ლარის ოდენობით დამტკიცდა, გახდება 1 მილიარდ 963 მლნ ლარი, რადგან წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოყოლილი თანხები და დამატებითი შემოსავლები დაემატება.მისი განმარტებით, უახლოეს მომავალში მოსახლეობა გაიგებს, თუ რაში დაიხარჯება დამატებითი რესურსები და ქალაქისთვის მნიშვნელოვან რომელ ღონისძიებებს მოხმარდება.დედაქალაქის ფინანსურ დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის თბილისის ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი ტრანსპორტსა და გარემოს დაცვას მოხმარდება.დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია>>პროგნოზის თანახმად, თბილისის ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით 1,65 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 918,7 მილიონი გადასახადები და მოსაკრებლებია, 446 მილიონი - გრანტები.რაც შეეხება ხარჯებს, ისინი განისაზღვრა 1,7 მილიარდი ლარით, რაც 132 მილიონით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272078277_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_86b34805db31c6687c5c58bd2d703a2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო
კალაძე: თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 2 მლრდ ლარამდე გახდება
მიმდინარე წელს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობაზე 542,4 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.
თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოყოლილი თანხები და დამატებითი შემოსავლები 2024 წლის ბიუჯეტში მთლიანად აისახება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის გასული წლის ბიუჯეტი 95%-მდე, ხოლო საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით არის შესრულებული
„2023 წელი საკმაოდ წარმატებით დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის შესრულება 95%-მდეა. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, მისი შესრულება დაახლოებით 100 მლნ ლარით არის გადაჭარბებული“, - განაცხადა მან.
კალაძის განმარტებით, 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც 1 მილიარდ 763 მილიონი ლარის ოდენობით დამტკიცდა, გახდება 1 მილიარდ 963 მლნ ლარი, რადგან წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოყოლილი თანხები და დამატებითი შემოსავლები დაემატება.
„ეს საშუალებას მოგვცემს, ქალაქისთვის უფრო მეტი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განვახორციელოთ. პირობას გაძლევთ, რომ 2024 წელი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისი განმარტებით, უახლოეს მომავალში მოსახლეობა გაიგებს, თუ რაში დაიხარჯება დამატებითი რესურსები და ქალაქისთვის მნიშვნელოვან რომელ ღონისძიებებს მოხმარდება.
დედაქალაქის ფინანსურ დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის თბილისის ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი ტრანსპორტსა და გარემოს დაცვას მოხმარდება.
პროგნოზის თანახმად, თბილისის ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით 1,65 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 918,7 მილიონი გადასახადები და მოსაკრებლებია, 446 მილიონი - გრანტები.
რაც შეეხება ხარჯებს, ისინი განისაზღვრა 1,7 მილიარდი ლარით, რაც 132 მილიონით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით.