https://sputnik-georgia.com/20240110/henley--partners-qartulipasportis-reitingi-285551257.html
საპასპორტო ინდექსი Henley & Partners-გან: ცნობილია ქართული პასპორტის ახალი რეიტინგი
საპასპორტო ინდექსი Henley & Partners-გან: ცნობილია ქართული პასპორტის ახალი რეიტინგი
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. კონსულტინგურმა კომპანია Henley & Partners-მა საპასპორტო ინდექსის უახლესი ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც ქართული პასპორტი 50-ე... 10.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-10T14:10+0400
2024-01-10T14:10+0400
2024-01-10T14:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველოს პასპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/94/238549453_0:59:2000:1184_1920x0_80_0_0_60b03ac17725a0410acc7f42e8572b15.jpg
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. კონსულტინგურმა კომპანია Henley & Partners-მა საპასპორტო ინდექსის უახლესი ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც ქართული პასპორტი 50-ე პოზიციაზეა განთავსებული.ყველაზე დაბალი ინდექსი 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქართული დოკუმენტი 79-ე ადგილზე აღმოჩნდა.საპასპორტო ინდექსი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება ქვეყნების უვიზო მიმართულებების რაოდენობის მიხედვით. ანუ იმის მიხედვით, თუ რამდენი მიმართულებაა ხელმისაწვდომი ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ინდექსი მოიცავს 199 სხვადასხვა პასპორტს და 227 სხვადასხვა სამოგზაურო მიმართულებას.ქართული პასპორტების მფლობელებს ამ დროისათვის 121 სამოგზაურო მიმართულებაზე აქვთ წვდომა ვიზაზე განაცხადის გარეშე.Henley & Partners-ის რეიტინგში პირველი ადგილი ერთდროულად ექვსმა ქვეყანამ დაიკავა. ესენია: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური და ესპანეთი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა 194 ქვეყანაში შეუძლიათ. ხოლო ბოლო სამ პოზიციაზე ერაყის, სირიისა და ავღანეთის პასპორტები მოხვდა.რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს: რუსული პასპორტი 51-ე ადგილზეა, სომხური — 74-ზე, აზერბაიჯანული — 70-ზე, თურქული — 52-ზე.წყარო: Henley & Partners
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/94/238549453_367:0:2000:1224_1920x0_80_0_0_9beba42eb23291c8cf8047bbc1b2039f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს პასპორტი
ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს პასპორტი
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. კონსულტინგურმა კომპანია Henley & Partners-მა საპასპორტო ინდექსის უახლესი ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც ქართული პასპორტი 50-ე პოზიციაზეა განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქართული პასპორტი რეიტინგში 47-ე ადგილზე იმყოფებოდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო ინდექსის გამოთვლის ისტორიაში.
ყველაზე დაბალი ინდექსი 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქართული დოკუმენტი 79-ე ადგილზე აღმოჩნდა.
საპასპორტო ინდექსი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება ქვეყნების უვიზო მიმართულებების რაოდენობის მიხედვით. ანუ იმის მიხედვით, თუ რამდენი მიმართულებაა ხელმისაწვდომი ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ინდექსი მოიცავს 199 სხვადასხვა პასპორტს და 227 სხვადასხვა სამოგზაურო მიმართულებას.
ქართული პასპორტების მფლობელებს ამ დროისათვის 121 სამოგზაურო მიმართულებაზე აქვთ წვდომა ვიზაზე განაცხადის გარეშე.
Henley & Partners-ის რეიტინგში პირველი ადგილი ერთდროულად ექვსმა ქვეყანამ დაიკავა. ესენია: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური და ესპანეთი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა 194 ქვეყანაში შეუძლიათ. ხოლო ბოლო სამ პოზიციაზე ერაყის, სირიისა და ავღანეთის პასპორტები მოხვდა.
რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს: რუსული პასპორტი 51-ე ადგილზეა, სომხური — 74-ზე, აზერბაიჯანული — 70-ზე, თურქული — 52-ზე.