დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: გორელმა ქალმა საკუთარ ორსულობაზე მშობიარობის წინ შეიტყო

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიორსული ექიმთან
ორსული ექიმთან - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2024
გამოწერა
დედაცა და ახალშობილიც, რომლის წონა 3,5 კილოგრამია, თავს კარგად გრძნობენ.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ქალაქ გორში მცხოვრებმა ქალმა შვილი ისე გააჩინა, რომ ცხრა თვის განმავლობაში არც კი იცოდა, ორსულად რომ იყო, განაცხადა TV Monitoring-ის ეთერში ჯუმბერ გოგიაშვილის სახელობის კლინიკის ექიმმა.
„ბავშვის დედამ მუცლის არეში ტკივილით მოგვმართა. მან არც კი იცოდა, რომ ორსულად იყო. ბიჭი გააჩინა", - თქვა კლინიკის ექიმმა.
მისი თქმით, დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ. ბავშვის წონაა 3,5 კგ.
ბავშვი შობის დღეს, 7 იანვარს გაჩნდა. ამ დღეს კლინიკაში ორი ბავში დაიბადა.
ყველა ახალი ამბავი
0