დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 იანვარი

© сайт губернатора региона Гурияმზის ჩასვლა შავ ზღვაზე
მზის ჩასვლა შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 10 იანვარია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დღის მთავარი პრინციპი მიზანსწრაფულობა უნდა იყოს – კარზე არა მხოლოდ უნდა დავაკაკუნოთ, არამედ ბრახუნი ავტეხოთ და ის აუცილებლად გაიღება. მაგრამ, ამავე დროს, ვინმეზე ზეწოლა არ შეიძლება – დღის დევიზია ურთიერთობები მანიპულაციების გარეშე. გამოგვადგება მიღებული გამოცდილება და რთულ საქმეებსაც კი მარტივად გავუმკლავდებით. ეს კარიერული წინსვლაში დაგვეხმარება. უფრო კარგი შედეგის მისაღებად, რეკომენდებულია გუნდთან ერთად მუშაობა.
სასურველია კომფორტის ზონიდან გასვლა, ეს დაგვეხმარება, რომ ბევრ რამეს სხვა კუთხით შევხედოთ და ზოგიერთ შემთხვევაში, შეხედულებები შევიცვალოთ.
ვერძი: არ ღირს დროის სიზარმაცესა და ფუჭ საუბრებში დახარჯვა – მეტი იმუშავეთ და დაასრულეთ საქმეები. საქმე ისაა, რომ გაქვთ დიდი შანსი, კარიერულ კიბეზე დაწინაურდეთ, ამიტომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ. აჩვენეთ თავი თქვენს უფროსს საუკეთესო მხრიდან, ჩათვალეთ, რომ ეს მომავალში ჩადებული ინვესტიციაა.
სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2023
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი
კურო: თქვენთვის პროკრასტინაცია (საქმის გაკეთების ან გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება და ამ დროს სხვა საქმეების კეთება) აკრძალულია. საჭიროა მეტი მუშაობა, ამოცანების გადაჭრა და ხელმძღვანელობისთვის თავის მოწონება. შესაძლოა, სხვებთან კონკურენცია მოგიწიოთ, სადაც გამარჯვებული თქვენ დარჩებით, თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ. არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობები – ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის არაერთი შანსი მოგეცემათ.
ტყუპი: გზაზე არაერთი დაბრკოლება გაჩნდება და მათ გადასალახავად ძალების მობილიზება დაგჭირდებათ. გაქვთ შანსი, რომ კარიერულ კიბეზე დაწინაურდეთ, თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ და უფროსობას თქვენს უნარებს სრული მობილიზებით წარუდგენთ. ასტროლოგები გირჩევენ, არ გაუშვათ ხელიდან მოცემული შანსი – გაუწიეთ საკუთარ თავს რეკლამა, არ მოგერიდოთ.
კირჩხიბი: კარგი იქნება საქმიანი საუბრები კოლეგებთან, პარტნიორებთან. განამტკიცეთ ურთიერთობები მათთან და მოგვიანებით ეს ადამიანები აუცილებლად დაგეხმარებიან. მაგრამ მანიპულაციებზე უარი თქვით, წინააღმდეგ შემთხვევაში საპირისპირო შედეგებს მიიღებთ. ასტროლოგები გირჩევენ, კონკურენტებს დახმარების ხელი გაუწოდოთ – მომავალში ისინი შეიძლება თქვენი მოკავშირეები გახდნენ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
ზოდიაქო: რეიტინგები – სიყვარული, მეგობრობა, მუშაობა
ლომი: დღეს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოა. მოკიდეთ ხელი რთულ ამოცანებს და დაბრკოლებებს არ შეუშინდეთ – ყველაფერი გამოგივათ. ამასთან, აუცილებლად მოხიბლავთ თქვენს ბოსს. დღესასწაულების შემდეგ დროა, სამუშაო რეჟიმს მთელი დატვირტვით დაუბრუნდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, მოძებნოთ ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან – ახლა უამრავი საქმე გაქვთ და მათთან მარტოს გამკლავება იოლი არ იქნება.
ქალწული: ერთ ადგილზე ყოფნა არაფერს მოგცემთ, თქვენთვის სუპერაქტიურობაა რეკომენდებული. შეუდექით რთულ საქმეებს, მოძებნეთ თანაშემწეები – ეს კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. იღბალი არ გიმტყუნებთ, მისი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, კონტაქტები შეზღუდოთ, რათა დრო ფუჭად არ დაკარგოთ და ეს შესანიშნავი შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვათ.
სასწორი: დიდი დროის დახარჯვა მოგიწევთ ოჯახზე – დაელაპარაკეთ ოჯახის წევრებს გულწრფელად და აუცილებლად განიხილეთ მათთან სამომავლო გეგმები. შესაძლოა, თქვენი მოსაზრებები განსხვავებული იყოს, მაგრამ ეცადეთ კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. ასტროლოგები საღამოს ფიზიკურ აქტიურობას გირჩევენ – თუ სპორტულ დარბაზს არ ეწვევით, ისე მაინც გადით და ირბინეთ ან სულაც – ფეხით იარეთ.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2020
ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მორიელი: დღეს ძალიან გაგიმართლებთ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ ბედზე მინდობა არ ივარგებს – საკუთარი ძალებით მოგიწევთ პრობლემებთან გამკლავება. იღბლიანი დღეა, ამიტომ შეეჭიდეთ იმ ამოცანებს, რომლებიც აქამდე არ გამოგივიდათ. გაიცანით ადამიანები. ამასთან, ასტროლოგები გირჩევენ, მიხედოთ ჯანმრთელობას – დაიწყეთ ვარჯიში, იკვებეთ სწორად და თავს ნამდვილად უკეთესად იგრძნობთ.
მშვილდოსანი: მოგიწევთ კომფორტის ზონიდან გასვლა. ეს ზოგიერთ საქმესთან გამკლავებისთვის იქნება აუცილებელი. მიიღებთ შესანიშნავ გამოცდილებას, რაღაცებზე თქვენი შეხედულებები შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. ექსპერტები გირჩევენ, მიხედოთ იმ საქმეებს, რომლებიც დიდი ხნის წინ გადადეთ – ახლა მათთან გამკლავებისთვის ნამდვილად საუკეთესო დროა.
თხის რქა: იმოქმედეთ და იაქტიურეთ, დრო ფუჭად არ დაკარგოთ. ზოგადად, დღეს წაგადგებათ კატეგორიულობა, სიჯიუტე, ამიტომ იყავით მიზანსწრაფული. ასტროლოგები გირჩევენ, ხელი მოკიდოთ იმ საქმეებს, რომელთა გაკეთება ყველას წარმოუდგენლად ეჩვენება – სწორედ ახლა შეგიძლიათ ასეთ ამოცანებთან გამკლავება, ასე რომ, არ შეუშინდეთ ურთულეს ამოცანებს.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
2024: რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება
მერწყული: რაც არ უნდა გინდოდეთ ვინმესთვის თქვენი საიდუმლოს განდობა, ენას კბილი დააჭირეთ – დიდია ალბათობა, რომ თანამოსაუბრე თქვენს საიდუმლოს გათქვამს. გამოცდილება საქმიანობაში ძალიან დაგეხმარებათ – ყველაფერს იოლად გაუმკლავდებით. ასტროლოგები გირჩევენ, დააწყოთ სამომავლო გეგმები, მაგრამ ამის თაობაზე არავისთან ილაპარაკოთ – ჯერ ეს გეგმები დასახვეწია.
თევზები: იღბლის მოზიდვა შეგიძლიათ, თუ სხვადასხვა ელიტურ ღონისძიებას დაესწრებით, გაიცნობთ ადამიანებს, ურთიერთობებს გააბამთ მათთან და წარმოდგენთ თქვენს ნიჭს. თქვენ შეგამჩნევენ და შეიძლება კარგი წინადადებებიც შემოგთავაზონ. უარი არ თქვათ. ასტროლოგები გირჩევენ, გუნდთან ერთად იმუშაოთ – კარგ შედეგებს მხოლოდ კოლეგებთან და ახლობლებთან ერთად მიაღწევთ.
ყველა ახალი ამბავი
0