https://sputnik-georgia.com/20240110/colis-nkvlelobistvis-dakavebul-mamakacs-brali-waredgina-285562326.html
ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
Sputnik საქართველო
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 10.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-10T20:13+0400
2024-01-10T20:13+0400
2024-01-10T20:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
ძალადობა ოჯახში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/41/234094122_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_09b2b9e17141299a7bfb2254fd8b24bc.jpg
თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შემთხვევა მიმდინარე წლის 9 იანვარს თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მეუღლეს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი დანით გულმკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა.დაზარალებული 27 წლის ქალი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. რაც შეეხება ბრალდებულს, იგი ამჟამად მოთავსებულია საავადმყოფოში და გადის შესაბამის მკურნალობას.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. 30 წლის მამაკაცს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/41/234094122_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_499adf2b952ab3fd79ec51a7e058720e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, ძალადობა ოჯახში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, ძალადობა ოჯახში
ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის 9 იანვარს თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მეუღლეს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი დანით გულმკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა.
დაზარალებული 27 წლის ქალი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. რაც შეეხება ბრალდებულს, იგი ამჟამად მოთავსებულია საავადმყოფოში და გადის შესაბამის მკურნალობას.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. 30 წლის მამაკაცს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.