https://sputnik-georgia.com/20240110/areuloba-ekvadorsi-285546267.html
არეულობა ეკვადორში: ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან - ვიდეო
არეულობა ეკვადორში: ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, სტრატეგიული უსაფრთხოების კაბინეტში შემავალი მაღალი... 10.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-10T10:55+0400
2024-01-10T10:55+0400
2024-01-10T10:55+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0a/285546099_0:51:2875:1668_1920x0_80_0_0_ec5b7dd29bd1a6e50fc5914a416fb424.jpg
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, სტრატეგიული უსაფრთხოების კაბინეტში შემავალი მაღალი თანამდებობის პირების, ასევე მათი ოჯახების უსაფრთხოების გაძლიერების ბრძანება გასცა, იუწყება გაზეთი Primicias.მანამდე ნობოამ ქვეყანაში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ციხეში მომხდარი ბუნტისა და იქიდან უდიდესი ბანდების ლიდერების გაქცევის გამო, რათა სასჯელაღსრულების სისტემაზე კონტროლის აღსადგენად შეიარაღებული ძალები გამოიყენოს.ამასთან პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას ეკვადორში „შიდა შეიარაღებული კონფლიქტის“ გამოცხადების შესახებ და არმიას 22 კრიმინალური დაჯგუფების განეიტრალება უბრძანა.ეკვადორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა ხაიმე ველა ერასომ, უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, ეს კრიმინალური დაჯგუფებები სამხედრო სამიზნეებად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მათთან მოლაპარაკებები არ იქნება.მთავრობის ქმედებებმა არეულობის ტალღა გამოიწვია ქვეყნის ქალაქებში. სამშაბათ ღამით კრიმინალებმა დაიწყეს მანქანებისა და ავტობუსების დაწვა და თვითნაკეთი მოწყობილობების აფეთქებები. პოლიციის ცნობით, დედაქალაქ კიტოში და ქალაქ მაჩალაში 24 საათზე ნაკლებ დროში უცნობმა თავდამსხმელებმა შვიდი პოლიციელი გაიტაცეს. მოგვიანებით სამი ოფიცრის გათავისუფლება მოხერხდა.გარდა ამისა, ნიღბიანი შეიარაღებული პირები ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში ტელეარხ ТС-ის სტუდიაში შეიჭრნენ პირდაპირი ეთერის დროს. მათ არხის თანამშრომლები იატაკზე დააწვინეს, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა. პოლიციის ცნობით, არხის მთელი პერსონალი უკვე გათავისუფლებულია, დაკავებულია 13 პირი.ბოლო ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ამ დრომდე 10 ადამიანია დაღუპული.ამ დროისათვის დედაქალაქ კიტოს ცენტრში ეკვადორის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა იყრის თავს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0a/285546099_319:0:2875:1917_1920x0_80_0_0_f336c1137186413441fbb6124cec090d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, სტრატეგიული უსაფრთხოების კაბინეტში შემავალი მაღალი თანამდებობის პირების, ასევე მათი ოჯახების უსაფრთხოების გაძლიერების ბრძანება გასცა, იუწყება გაზეთი Primicias.
მანამდე ნობოამ ქვეყანაში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ციხეში მომხდარი ბუნტისა და იქიდან უდიდესი ბანდების ლიდერების გაქცევის გამო, რათა სასჯელაღსრულების სისტემაზე კონტროლის აღსადგენად შეიარაღებული ძალები გამოიყენოს.
ამასთან პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას ეკვადორში „შიდა შეიარაღებული კონფლიქტის“ გამოცხადების შესახებ და არმიას 22 კრიმინალური დაჯგუფების განეიტრალება უბრძანა.
ეკვადორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა ხაიმე ველა ერასომ, უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, ეს კრიმინალური დაჯგუფებები სამხედრო სამიზნეებად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მათთან მოლაპარაკებები არ იქნება.
მთავრობის ქმედებებმა არეულობის ტალღა გამოიწვია ქვეყნის ქალაქებში. სამშაბათ ღამით კრიმინალებმა დაიწყეს მანქანებისა და ავტობუსების დაწვა და თვითნაკეთი მოწყობილობების აფეთქებები. პოლიციის ცნობით, დედაქალაქ კიტოში და ქალაქ მაჩალაში 24 საათზე ნაკლებ დროში უცნობმა თავდამსხმელებმა შვიდი პოლიციელი გაიტაცეს. მოგვიანებით სამი ოფიცრის გათავისუფლება მოხერხდა.
გარდა ამისა, ნიღბიანი შეიარაღებული პირები ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში ტელეარხ ТС-ის სტუდიაში შეიჭრნენ პირდაპირი ეთერის დროს. მათ არხის თანამშრომლები იატაკზე დააწვინეს, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა.
პოლიციის ცნობით, არხის მთელი პერსონალი უკვე გათავისუფლებულია, დაკავებულია 13 პირი.
ბოლო ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ამ დრომდე 10 ადამიანია დაღუპული.
ამ დროისათვის დედაქალაქ კიტოს ცენტრში ეკვადორის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა იყრის თავს.