https://sputnik-georgia.com/20240110/antimonopoliurma-samsaxurma-momcivani-daajarima-kompania-gadawyvetilebas-ar-etanxmeba-285543514.html
ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მომჩივანი დააჯარიმა: კომპანია გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მომჩივანი დააჯარიმა: კომპანია გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
Sputnik საქართველო
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ–რეალიზაციის ბაზარზე კანონის „კონკურენციის შესახებ“ დარღვევა... 10.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-10T00:11+0400
2024-01-10T00:11+0400
2024-01-10T00:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
კონკურენციის სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23931/04/239310450_0:77:2000:1202_1920x0_80_0_0_89a21bb2244bd0006291d4ccf3870141.jpg
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. კომპანია, რომელმაც კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოში საქართველოს კინოთეატრებში ბილეთების ონლაინ-გაყიდვების ბაზარზე კონკურენტული გარემოს შესაძლო დარღვევის ფაქტზე საჩივარი შეიტანა, უწყების გადაწყვეტილებას მის დაჯარიმებასთან დაკავშირებით არ ეთანხმება.საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ–რეალიზაციის ბაზარზე კანონის „კონკურენციის შესახებ“ დარღვევა დაადგინა და სამი, მათ შორის, მომჩივანი კომპანია 1,6 მილიონი ლარით დაჯარიმა.კომპანია სააგენტოს გადაწყვეტილებას დაჯარიმების ნაწილში არ ეთანხმება და თვლის, რომ ის არ არის სამართლიანი.„არ ვეთანხმებით სააგენტოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომ BILETEBI.GE დაჯარიმდა. ჩვენ, არასოდეს გვქონია ბაზრის შეზღუდვის მიზანი და არასოდეს დაგვიდია ხელშეკრულება ამ მიზნით. ჩვენ ვმონაწილეობდით მოლაპარაკებაში, რომ გვქონოდა ბილეთებით ონლაინ ვაჭრობის შესაძლებლობა. თუმცა, არასოდეს გაფორმებულა ხელშეკრულება ამ მიზნით“, - განაცხადა მიზანდარმა.საკითხის ისტორიაკონკურენციის სააგენტო საკითხის შესწავლას 2023 წლის გაზაფხულზე შეუდგა ონლაინ–პლატფორმა biletebi.ge–ს საჩივრის გამო. საჩივარი მიმართული იყო მეორე პლატფორმა tkt.ge–სა და მფლობელი კომპანია „თინეთის" მიმართ. TKT.GE–მ 2022 წლის 31 დეკემბერს შეთანხმება დადო „სადისტრიბუციო კომპანიასთან“, რომლის თანახმად საქართველოს ექვს ძირითად კინოთეატრში ბილეთების ონლაინ–გაყიდვის ექსკლუზიური უფლება მიიღო.ჩატარებული მოკვლევის შემდეგ აღნიშნული ხელშეკრულება სააგენტოს მიერ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული.ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კინოს ბილეთების ონლაინ–ვაჭრობის შემოწმება დაასრულა >>გარიგების მონაწილედ იქნა მიჩნეული მომჩივანი შპს „ელ.ბილეთები“’, რომელიც, თავის მხრივ, ცდილობდა ექსკლუზივის მოპოვებას თავის მფლობელობაში მყოფ პორტალზე biletebi.ge.სააგენტოში აღნიშნეს, რომ მოკვლევის საწყის ეტაპზე, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ „სადისტრიბუციო კომპანიას“ ექსკლუზიური პირობის გამოყენება შეუჩერა, რისი წყალობითაც biletebi.ge ბაზარზე დაბრუნება შეძლო.სააგენტოს გადაწყვეტილებით, ჯარიმები დაეკისრათ: ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს – „სადისტრიბუციო კომპანიას“ („სადისტრიბუციო კომპანია“, შპს „კავეა საბურთალო“, შპს „კავეა გალერეა“, შპს „კავეა თბილისი მოლი“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემა“, შპს „ამირანი“, შპს „აპოლო ბათუმი“) – 1.120.562 ლარი; შპს „თინეთს“ (100% წილის მფლობელი TBC Bank Group PLC) – 544.328 ლარი; შპს „ელ.ბილეთებს“ (მომჩივანი) – 5.368 ლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23931/04/239310450_74:0:1786:1284_1920x0_80_0_0_1c19e2f9b4f355c9dc4e8ca6abd099a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კონკურენციის სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კონკურენციის სააგენტო
ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მომჩივანი დააჯარიმა: კომპანია გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ–რეალიზაციის ბაზარზე კანონის „კონკურენციის შესახებ“ დარღვევა დაადგინა
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. კომპანია, რომელმაც კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოში საქართველოს კინოთეატრებში ბილეთების ონლაინ-გაყიდვების ბაზარზე კონკურენტული გარემოს შესაძლო დარღვევის ფაქტზე საჩივარი შეიტანა, უწყების გადაწყვეტილებას მის დაჯარიმებასთან დაკავშირებით არ ეთანხმება.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ–რეალიზაციის ბაზარზე კანონის „კონკურენციის შესახებ“ დარღვევა დაადგინა და სამი, მათ შორის, მომჩივანი კომპანია 1,6 მილიონი ლარით დაჯარიმა.
„სააგენტოს გადაწყვეტილებას ვეთანხმებით იმ ნაწილში, რომ მიიჩნიეს კინოსა და tkt-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ბაზრის შემზღუდველ შეთანხმებად. გადაწყვეტილების შედეგად შესაძლებლობა მოგვეცა, დავბრუნდეთ ბაზარზე, ეს კი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჯანსაღ კონკურენციას“, - ამბობს Biletebi.ge-ის თანადამფუძნებელი დავით მიზანდარი.
კომპანია სააგენტოს გადაწყვეტილებას დაჯარიმების ნაწილში არ ეთანხმება და თვლის, რომ ის არ არის სამართლიანი.
„არ ვეთანხმებით სააგენტოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომ BILETEBI.GE დაჯარიმდა. ჩვენ, არასოდეს გვქონია ბაზრის შეზღუდვის მიზანი და არასოდეს დაგვიდია ხელშეკრულება ამ მიზნით. ჩვენ ვმონაწილეობდით მოლაპარაკებაში, რომ გვქონოდა ბილეთებით ონლაინ ვაჭრობის შესაძლებლობა. თუმცა, არასოდეს გაფორმებულა ხელშეკრულება ამ მიზნით“, - განაცხადა მიზანდარმა.
კონკურენციის სააგენტო საკითხის შესწავლას 2023 წლის გაზაფხულზე შეუდგა ონლაინ–პლატფორმა biletebi.ge–ს საჩივრის გამო. საჩივარი მიმართული იყო მეორე პლატფორმა tkt.ge–სა და მფლობელი კომპანია „თინეთის" მიმართ. TKT.GE–მ 2022 წლის 31 დეკემბერს შეთანხმება დადო „სადისტრიბუციო კომპანიასთან“, რომლის თანახმად საქართველოს ექვს ძირითად კინოთეატრში ბილეთების ონლაინ–გაყიდვის ექსკლუზიური უფლება მიიღო.
ჩატარებული მოკვლევის შემდეგ აღნიშნული ხელშეკრულება სააგენტოს მიერ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული.
გარიგების მონაწილედ იქნა მიჩნეული მომჩივანი შპს „ელ.ბილეთები“’, რომელიც, თავის მხრივ, ცდილობდა ექსკლუზივის მოპოვებას თავის მფლობელობაში მყოფ პორტალზე biletebi.ge.
სააგენტოში აღნიშნეს, რომ მოკვლევის საწყის ეტაპზე, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ „სადისტრიბუციო კომპანიას“ ექსკლუზიური პირობის გამოყენება შეუჩერა, რისი წყალობითაც biletebi.ge ბაზარზე დაბრუნება შეძლო.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, ჯარიმები დაეკისრათ: ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს – „სადისტრიბუციო კომპანიას“ („სადისტრიბუციო კომპანია“, შპს „კავეა საბურთალო“, შპს „კავეა გალერეა“, შპს „კავეა თბილისი მოლი“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემა“, შპს „ამირანი“, შპს „აპოლო ბათუმი“) – 1.120.562 ლარი; შპს „თინეთს“ (100% წილის მფლობელი TBC Bank Group PLC) – 544.328 ლარი; შპს „ელ.ბილეთებს“ (მომჩივანი) – 5.368 ლარი.